ვიდეოსპორტი

„ანორთოსისი“ კვიპროსში ლიდერია – ქართველების საგოლე გადაცემები და გოლები (ვიდეო)

ფამაგუსტის „ანორთოსისი“ აუტსაიდერ „დოქსას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:0. თემურ ქეცბაიას გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრაში ნიკა კაჭარავამ „ანორთოსისის“ ფეხბურთელები მეკარესთან პირისპირ ორჯერ დატოვა – ასე გავიდა პირველი ორი გოლი. 53-ე წუთზე კი „დოქსას“ კარი მესამედ თავად ქართველმა თავდამსხმელმა აიღო.

ბუბა დაუშვილმაც გამოიჩინა თავი – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 79-ე წუთზე მეტოქის კარში მეხუთე ბურთი გაიტანა და ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა, რაც საკმაოდ უცნაურად აღნიშნა – ბეისბოლის „ბიტის“ მოქნევის იმიტაციით.

ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ. ბუბა დაუშვილი კი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადშიც არ იყო, რადგან ტრავმირებულია.

ქეცბაიას გუნდმა ჯერ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და ამის მიუხედავად 14 ქულით გათამაშებას ლიდერობს – ფამაგუსტის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ ნიქოზიის „ომონიას“ 2 ქულით უსწრებს.

მერაბ მამულაშვილი

1tv.ge

შეგახენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსული გუნდის, ფამაგუსტის (ქალაქი კუნძულ კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე) „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მისი კონტრაქტი კვიპროსულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

თემურ ქეცბაიამ თავისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა სწორედ „ანორთოსისში“ დაასრულა, 2004-09 წლებში კი ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება კვიპროსული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატება – 2008-09 წლების სეზონში „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კლუბმა ორჯერ მოიპოვა კვიპროსის ჩემპიონობა, ერთხელ – თასს და ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close