მსოფლიოიტალიასაზოგადოებასაზოგადოება

27 ოქტომბრის ღამეს იტალია ზამთრის დროზე გადავა

იტალიის ტერიტორიაზე 27 ოქტომბრის ღამეს, 3:00 საათზე საათის ისრებს ერთი საათით უკან გადასწევენ. ზამთრის დრო 2020 წლის 29 მარტამდე იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, ევროპულმა პარლამენტმა მიმდინარე წლის 26 მარტს ხმა მისცა ზამთრის და ზაფხულის დროზე სავალდებულო გადასვლის გაუქმებას. 2021 წლიდან ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დამოუკიდებლად გადაწყვეტს, რომელ დროს აირჩევს – ზაფხულის თუ ზამთრის. ევროპული პარლამენტის დადგენილების თანახმად, ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტენ, ზაფხულის დრო შეინარჩუნონ, ბოლოჯერ გადასწევენ საათის ისრებს 2021 წლის მარტის ბოლო კვირა დღეს, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტენ ზამთრის დრო შეინარჩუნონ, საათის ისრებს ბოლოჯერ გადასწევენ 2021 წლის  ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close