საზოგადოებასაქართველო
ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს (ვიდეო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ აღინიშნება. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები და ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
დღესვე ჩხოროწყუში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა და ჩხოროწყუსა და ლიეტუვას ქალაქ მოლეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ერთ-ერთ ეთნოკუთხეში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს, რომელიც 34 კილოს იწონის.
https://www.youtube.com/watch?v=eix2gl14GDk
imedinews.ge
კომენტარები