მოდა/სილამაზესაზოგადოებასაქართველო
ანა ჩირაჩე (ჩიკა) და კოტე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)
„აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ვულოცავ წყვილს“, – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქში ფოტოებთან ერთად ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
„მასტერშეფის“ ჟიურის წევრი და „ჩემი ცოლის დაქალების“ ექსცენტრიკული ჩიკას როლის შემსრულებელი ანა ჩირაძე უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებიან. ისინი თავიანთ ურთიერთობას არც მალავდნენ და ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად ტვირთავდნენ სოციალურ ქსელში.
ანა ჩირაძე მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია. მას წინა ქორწინებიდან მშვენიერი გოგონა ჰყავს – ნიცა ცისკარაშვილი.
კომენტარები