მედიცინამსოფლიო

ნობელის პრემიის ლაურეატმა კიბოს წარმოქმნის მოულოდნელი მიზეზი დაასახელა

ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, შვედური წარმოშობის ბრიტანელი მეცნიერი ტომას ლინდალი მიიჩნევს, რომ რადიაცია, ულტრაიისფერი დასხივება და კარცენოგენები, რომლებსაც საკვები შეიცავს, სულაც არ არის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მთავარი მიზეზი.

ამის თაობაზე სააგენტო TASS-ი წერს. მის კორესპონდენტთან საუბარში ლინდალმა აღნიშნა, რომ საზოგადოდ მიღებული აზრის თანახმად, ულტრაიისფერ დასხივებას კანის კიბოს განვითარების პროვოცირება, ხოლო რადიაციას – სხვა ორგანოების კიბოს წარმოქმნა შეუძლია.

„მეორე მხრივ, არავის სჯერა ის, რომ ულტრაიისფერ დასხივებას შეუძლია ტვინსა და სხვა ორგანოებში სიმსივნე წარმოქმნას და სიმსივნეების მხოლოდ ერთი პროცენტი უკავშირდება იონიზებულ გამოსხივებას. ისმის კითხვა: საიდან ჩნდება კიბო?“ – კითხულობს მეცნიერი.

ტომას ლინდალის აზრით, სინამდვილეში კიბოს ყველა ცნობილი სახეობა, უპირველეს ყოვლის, სიცოცხლის ისეთ ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც უჯრედებს შიგნით მიმდინარეობს, როგორიცაა 1. ჰიდროილიზი ანუ წყლის დაშლა და 2. ჟანგბადის აგრესიული ფორმების გაჩენა – და არა საზოგადოდ მიღებულ ნეგატიურ ფაქტორებს, როგორიცაა: რადიაცია, კანცეროგენები და ულტრაიისფერი დასხივება.

ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ჟანგბადს და წყალს, რომელთა გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია, ვერ გამოვდევნით ორგანიზმიდან და ვერც ორგანიზმში მათ მოხვედრას დავბლოკავთ, ტომას ლინდალი იხრება იმ აზრისკენ, რომ კიბოს საბოლოო, სრული დამარცხება არარეალურია, თუმცა შესაძლებელია შემუშავდეს პრეპარატები ონკოლოგიურ დაავადებებთან უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო ბრძოლისთვის. იგი საუბრობს რისკფაქტორების მაქსიმალურ შემცირებაზეც.

მაგ., ტომას ლინდალი ურჩევს ადამიანებს, უარი თქვან მოწევაზე, ან შეამცირონ მაინც მოწეული ღერების რაოდენობა. საქმე ისაა, რომ თამბაქოს კვამლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც უჯრედზე დაახლოებით ისეთივე ზეგავლენას ახდენენ, როგორც ჟანგბადის აგრესიული ფორმები, ეს კი, თავის მხრივ, ნეგატიური მუტაციების წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს.

ლინდალს ეჭვი ეპარება, რომ კაცობრიობა ოდესმე ისწავლის უჯრედში მუტაციის „გარემონტებას“. დნმ-ის რეპარაციის მრავალრიცხოვანი მექანიზმებიდან მხოლოდ ერთის მუშაობის პრინციპების ახსნას 10 წელზე მეტი დასჭირდა, აღნიშნა მან, ბუნება კი ამ მექანიზმებს მილიარდობით წლის განმავლობაში ხვეწდა. საეჭვოა, შესაძლებელი იყოს ისეთი რამის მოფიქრება, რაც უკვე არ არის გამოცდილი და დაწუნებული.

ტომას ლინდალმა ნობელის პრემია 2015 წელს მიიღო ქიმიაში თავის ორ ამერიკელ კოლეგასთან ერთად – მათ გაშიფრეს დნმ-ის რეპარაციის მექანიზმი (გენეტიკური კოდის რემონტი უჯრედულ დონეზე).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close