რას არ გაიგებ/ფაქტებიეკონომიკაიტალიაკულტურა
მსოფლიოში უძვირესი ფეხსაცმელი, რომელიც იტალიელმა შექმნა, დუბაიში გამოიფინა
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი დუბაიში, დიზაინისადმი მიძღვნილი ღონისძიების – MIDE-ის ფარგლებში გუშინ წარმოადგინეს. MOON STAR SHOES-ის ფასია 19,9 მლნ დოლარი (აქამდე არსებული რეკორდი იყო 15,5 მლნ დოლარი).
donna.fanpage.it-ის ცნობით, ფეხსაცმელების შემქმნელია ანტონიო ვიეტრი კამპანიიდან, რომელიც ამჟამად ტურინში ცხოვრობს და მუშაობს. მან წელიწადზე მეტი ხნის წინ გამოცხადებული პროექტი დაასრულა და ახლა დუბაიში ასტრონომიული ფასის ფეხსაცმლის გაყიდვას ელოდება.
ვიეტრის ფეხსაცმელები ოქროსა და ძალიან ძვირფასი ქვებისგანაა შექმნილი – 30-კარატიანი ბრილიანტებისგან; აგრეთვე, გამოყენებულია მასალა მეტეორიტისგან, რომელიც 1576 წელს იპოვეს არგენტინაში. იტალიელი ოსტატი, რომლის მეტსახელია „ოქროს მეწაღე“ (იტ. Calzolaio d’Oro), ამგვარ ფეხსაცმელებზეა სპეციალიზებული უკვე მრავალი წელია და უმდიდრეს კლიენტებს ამარაგებს სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებში, ჩინეთსა და რუსეთში.
კომენტარები