მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ხელოვნური საშვილოსნოს შესაქმენლად 2,9 მილიონი ევრო მიიღეს

ევროკავშირმა ჰოლანდიელ მკვლევრებს ხელოვნური საშვილოსნოს პროტოტიპის შესაქმნელად 2,9 მილიონი ევრო გადასცა. ამის შესახებ THE GUARDIAN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, გრანტი ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა მიიღო, რომელიც ამ პროექტზე უკვე მუშაობს. თანამედროვე ინკუბატორებისგან განსხვავებით, მათ მიერ გამოგონილი ხელოვნური საშვილოსნო ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს ბუნებრივ პირობებს შეუქმნის. პატარები სითხეში მოთავსდებიან, ჟანგბადსა და მკვებავ ნივთიერებებს კი ხელოვნური პლაცენტის მეშვეობით მიიღებენ, რომელიც მათ ჭიპლართან იქნება დაკავშირებული.

სპეციალისტების თქმით, ასეთი მიდგომა უკეთესი იქნება ახალშობილებისთვის, რომლებსაც ფილტვები ბოლომდე არ აქვთ განვითარებული. ასეთ შემთხვევაში ჟანგბადის პირდაპირ მიწოდებას ორგანოების დაზიანება შეუძლია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ პირველ მოქმედ მოდელს 5 წელიწადში შექმნიან.

2017 წელს ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალში მეცნიერებმა, ნაადრევად დაბადებული ახალშობილებისთვის პირველი ხელოვნური საშვილოსნო შექმნეს, რომელიც ბატკნებზე გამოცადეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close