მიგრაციამსოფლიოსხვა

კიმ და კორტნი კარდაშიანებმა შვილები სომხეთში, ეჩმიაძინის ტაძარში მონათლეს (ვიდეო)

სომხური წარმოშობის ამერიკელ მედიის ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანსა და მის დას, კორტნის წინაპრების სამშობლოში აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. კადრები გადაღებულია ერევანში, სასტუმროსა და რესტორნის წინ, სანამ ისინი თავიანთი ბავშვების მოსანათლად მთავარ ტაძარში, ეჩმიაძინში გაემგზავრებოდნენ.

კიმ კარდაშიანი სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონგრესში (WCIT 2019) მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. კიმის წინაპრების სამშობლოს ოთხ შვილთან, დასთან – კორტნისთან და მის სამ შვილთან ერთად ეწვია.

ეჩმიაძინი სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი და სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელია. 2000 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. მონასტრის შემადგენლობაში შედის ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, რიფსიმეს ეკლესია (618 წ.), გაიანეს ეკლესია (650 წ.), შოკაგატის ეკლესია (1694 წ.). მონასტრის კუთვნილებაშია ასევე მუზეუმი და შუა საუკუნეების დეკორატიული ხელოვნების კოლექცია.

წყარო: radiotavisufleba.ge, imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close