ისტორიაიტალიაკულტურასაზოგადოება

იტალია: ყოველი თვის ერთ კვირა დღეს მუზეუმებს უფასოდ დაათვალიერებთ

იტალიის ხელისუფლებამ დააბრუნა სახელმწიფო მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ადგილებში უფასო შესვლის შესაძლებლობა, რომელიც წინა მთავრობამ გააუქმა. ახალი რეგულაცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს ამოქმედდა: ამიერიდან თვის ყოველ პირველ კვირა დღეს იტალიის ყველა სახელმწიფო მუზეუმში შესვლა უფასოდ შეგიძლიათ. 

უფასო შესვლის შესაძლებლობა არ მოქმედებს იმ ძეგლებზე და ღირშესანიშნაობებზე, რომლებიიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის. ტურისტებს უკვე საფასურის გარეშე შეუძლიათ დაათვალიერონ თვის ყოველ პირველ კვირას ცნობილი ღირშესანიშნაობები: კოლიზეუმი, პომპეი რომში, აკადემიის გალერეა ფლორენციაში, კაზერტის სამეფო სასახლე, მირამარეს ციხე-კოშკი და სხვ.

2014 წელს დარიო ფრანჩესკინის (იტალიის მოქმედი კულტურის მინისტრი; ამავე პოზიციაზე იყო 2014-2018 წლებში) მიერ დაწყებულმა ინიციატივამ ამ წლების განმავლობაში 15 მილიონზე მეტ დამთვალიერებელს მისცა შესაძლებლობა, დამტკბარიყვნენ ფასეული კოლექციებით იტალიის მუზეუმებში.

როგორც იტალიის კულტურის სამინისტროს საიტზეა ნათქვამი, ზოგიერთი მუზეუმისთვის მნახველთა მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close