კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 ოქტომბერი
7-იდან 13 ოქტომბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. საქმეები, რომლებიც დიდი ხანია ადგილიდან ვერ დაძარით, ახლა დაიწყებს წინსვლას, თანაც ამ კვირის პირველივე დღიდან. გამოიყენეთ ეს დრო ძველი საქმეების დასასრულებლად.
13 ოქტომბერს სავსე მთვარეა. ეს უკიდურესად არახელსაყრელი დროა მსხვილი შენაძენებისთვის, ინვესტიციებისთვის, საპასუხისმგებლო ფინანსური ოპერაციებისთვის, აგრეთვე, ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად (შემოქმედებითი პროექტების გარდა). ამ დღეს დაისვენეთ და ახალ საქმეებს მომდევნო დღეებიდან შეეჭიდეთ.
ვერძი
სასიამოვნო იქნება შაბათ-კვირას აგარაკზე წასვლა, მაგრამ სამუშაო დღეებში მაქსიმალურად იზრუნეთ სამსახურის საქმეებზე, რადგან ხელმძღვანელობამ შესაძლოა ეჭვი შეიტანოს, რომ ბოლო დროს გაზარმაცდით… ეს მონდომება დაგიფასდებათ. იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც არ მოგწონთ, ჯობია ჯერჯერობით თავი აარიდოთ.
კურო
გარშემომყოფებმა შეიძლება აგრესიულობა გამოიამჟღავნონ, მაგრამ თქვენზე ეს ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. დიდი ხანია თავი ისე მშვიდად არ გიგრძვნიათ, როგორც ამ პერიოდში! მოგზაურობა, განსაკუთრებით შორეული, ამ კვირაში აკრძალულია. უმჯობესია ეს დრო სახლში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ – მათ თქვენ სჭირდებით.
ტყუპი
ბევრი მოვლენა, რომლებიც ამ კვირაში მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ამას მაშინვე ვერ გააცნობიერებთ. ახლა არ ღირს უცნობ ადამიანებთან დაახლოება, აი, ძველ მეგობრებს კი ხშირად შეხვდით – მათ შეუძლიათ საუბარისას კარგი იდეები მოგაწოდონ.
კირჩხიბი
თუ მომავლისთვის გეგმების შედგენა გიყვართ, ეს ამ კვირაში გააკეთეთ. უკეთესია, თუ ქაღალდზე დაწერთ. ადამიანები წარსულიდან თავს შეგახსენებენ. მათზე დიდ დროს ნუ დახარჯავთ: წინ უნდა წახვიდეთ. ეს პერიოდი იდეალურია თვითგანათლებისა და განვითარებისთვის.
ლომი
ნებისმიერი შემოქმედებითი ძიება, საინტერესო წამოწყება ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ამ კვირაში წარმატებული იქნება. იმ საქმებშიც კი, რომლებსაც თქვენს კომპეტენციად არ მიიჩნევთ, თქვენი როლი მნიშვნელოვანი იქნება. მარტოხელა ლომები შესაძლოა მეორე ნახევარს შეხვდნენ. ხშირად გაიღიმეთ თქვენი შანსების გასაზრდელად!
ქალწული
თუ დროდადრო რაღაც არ გამოგდით, ეს ერთგვარი სიგნალია! დაფიქრდით, რაში ცდებით. პირად ცხოვრებაში სიმშვიდის პერიოდია, თუმცა მარტოც კარგად იგრძნობთ თავს. რეკომენდებული არ არის დადოთ რაიმე გარიგება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის შესაძენად. ეს საკითხი მომავლისთვის გადადეთ.
სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ზოგიერთი ადამიანისთვის ეს კვირა რაღაც ახალის დასაწყისი იქნება ცხოვრებაში. თუ ამ პერიოდში რაიმე საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, უყოყმანოდ დათანხმდით! ოჯახის წევრებთან კამათს თავიდან ვერ აიცილებთ, მთავარია, ეს დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
მორიელი
მთავარია მნიშვნელოვანი საქმე არ დაიწყოთ, რუტინულ საქმეებს კი ადვილად გაუმკლავდებით. დახურეთ ის კითხვები, რომლებიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევენ. განსაკუთრებით აქტუალური ახლა ოჯახთან ერთად დასვენება იქნება. თუ დაგეგმავთ და შვებულებას, დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად გაატარებთ, ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის!
მშვილდოსანი
თუ ამჟამად ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ეს კვირა შესაძლებლობას გაძლევთ, მდგომარეობა გამოასწოროთ. ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ! საერთოდ, ამ პერიოდში შეგიძლიათ გააკეთოთ რემონტი სახლში და იზრუნოთ მის კეთილმოწყობაზე. ამ კვირაში განსაკუთრებით კარგად გამოიყურებით, ეს ნიშნავს, რომ საპირისპირო სქესის ყურადღება გარანტირებული გაქვთ.
თხის რქა
ეს პერიოდი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის საკმაოდ რთული, არეულ-დარეული იქნება, შესაძლებელია სერიოზული კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. დაიცავით თქვენი უფლებები, მაგრამ თავაზიანად, ზღვარს ნუ გადახვალთ. 11 ოქტომბრიდან თქვენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი იწყება. შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, სასურველია ოჯახთან ან ახლობელ ადამიანებთან ერთად – თქვენ ეს გჭირდებათ.
მერწყული
ეს იდეალური დროა სამსახურის შესაცვლელად, თუ არ გაკმაყოფილებთ ის, სადაც მუშაობთ. შეეცადეთ ახალი სამსახური 7-იდან 11 ოქტომბრამდე მოძებნოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა ყველა საკითხში, რომელთა წინაშეც დადგებით, მაგრამ პირად ცხოვრებაში მოვლენებს ნუ დააჩქარებთ: ჯერჯერობით ყველაფერი მშვენივრად მიდის.
თევზები
ზოგიერთი გარემოების შეცვლა თქვენს ძალებს აღემატება და მათ ფილოსოფიურად მიუდექით. ეს პერიოდი ხელსაყრელია რომანტიკული შეხვედრებისა და სიყვარულში გამოტყდომისთვის. დაოჯახებულებისთვის უკეთესია, თუ ამ კვირაში კამათს და ჩხუბს თავიდან აირიდებენ, რადგან შერიგება რთული იქნება და დიდი დრო დასჭირდება.
თამთა გურული
კომენტარები