მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველოს მოქალაქეები ისლანდიაში თავშესაფარს აღარ ითხოვენ

საქართველოს მოქალაქეები ისლანდიაში თავშესაფარს აღარ ითხოვენ. ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში უწყებისთვის საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს.

დაბალი იყო მიმართვიანობა წლის დასაწყისშიც. კერძოდ, იანვარ-ივნისში სულ 21 განაცხადი დაფიქსირდა. ამასთან, თავშესაფარი წელს საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუღია.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო ისლანდიაში 2017 წელს პირველ ადგილზე იყო. მაშინ საიმიგრაციო სამსახურს 289 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან მხოლოდ სამი განაცხადი დაკმაყოფილდა. 2018 წელს 39 განაცხადი დაფიქსირდა, თავშესაფარი კი არცერთ მოქალაქეს არ მიუღია.

საქართველო ისლანდიამ უსაფრთხო ქვეყნად 2017 წლის ივლისში გამოაცხადა, რის შემდეგაც თავშესაფარზე განაცხადების განხილვა გამარტივებულად მიმდინარეობს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close