კინო/ფილმებიმსოფლიო

ინსულტის შემდეგ ალენ დელონი კინოში გადაიღეს

ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 2019 წლის აგვისტოში გადატანილი ინსულტის შემდეგ კინოში გადაიღეს. LE FIGARO-ს ცნობით, 83 წლის მსახიობი გადაიღეს ფილმში „სრული მსგავსება“ (TOUTE RESSEMBLANCE), რომლის პრემიერაც საფრანგეთში 27 ნოემბერს გაიმართება.

ალენ დელონი გადასაღებ მოედანზე 10-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა – ლეგენდარული მსახიობის ბოლო მნიშვნელოვანი კინოროლი იყო კეისარი 2008 წელს გადაღებულ ფილმში „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე“.

საინტერესო ფაქტია, რომ ახალ ფილმში, რომელიც სატელევიზიო სამყაროზე მოგვითხრობს, ალენ დელონი საკუთარ თავს თამაშობს. „ლე ფიგაროს“ ცნობით, მსახიობმა გადასაღებ მოედანზე ერთი დღე გაატარა.

შეგახსნებთ, რომ ალენ დელონის 25 წლის ვაჟმა ალენ-ფაბიენმა დაახლოებით ერთი თვის წინ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მამასთან ერთად გადაღებული ფოტო, თუ როგორ გამოიყურება ლეგენდარული მსახიობი ინსულტის შემდეგ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close