ეკონომიკაკრიმინალისაქართველო

ბათუმში უნებართვოდ აშენებულ რვასართულიან შენობას ანგრევენ (ვიდეო)

ბათუმში, თავდადებულის ქუჩის 48 ნომერში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, უნებართვოდ აშენებული 8-სართულიანი შენობის დემონტაჟი დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, მშენებარე ობიექტთან განთავსებული იყო დაფა განმარტებით, რომ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა, თუმცა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მშენებლობის დამკვეთის თქმით, მერიისგან ნებართვა არ ჰქონდა, თუმცა პასუხს ელოდებოდა, ამიტომაც მშენებლობა დაიწყო და ამის გამო ის 4000 ლარით დაჯარიმდა.

ბათუმის მერიაში შემთხვევას თავხედობად აფასებენ, შენობის დემონტაჟს კი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევენ. უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიის სიახლოვეს მიმდინარეობდა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close