საზოგადოებასაქართველოსპორტი

ახალციხელმა მოკრივემ ლონდონში გაიმარჯვა

ხვიჩა გიგოლაშვილმა ლონდონში გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში გაიმარჯვა. ახალციხელმა მოკრივემ ინგლისის ქამრის მფლობელი დაამარცხა.

ჩემპიონატი ლონდონში 28 სექტემბერს გაიმართა. ხვიჩა გიგოლაშვილმა ნოკაუტით ინგლისის ჩემპიონი, ქამრის მფლობელი დაამარცხა: „სარეიტინგო ბრძოლა იყო და ამ ბრძოლამ ძალიან დიდი საფეხურით ამწია, მომცა საშუალება მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ აქ, ინგლისში გაიმართება“, – ამბობს გიგოლაშვილი.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სპორტსმენები ევროპის ქვეყნებიდან.

24 წლის ხვიჩა გიგოლაშვილი, უკვე წლებია, კრივში ახალციხეში ვარჯიშობს.

sknews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close