ოქტომბრის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
13 ოქტომბერს სავსე მთვარეა. ეს უკიდურესად არახელსაყრელი დროა მსხვილი შენაძენებისთვის, ინვესტიციებისთვის, საპასუხისმგებლო ფინანსური ოპერაციებისთვის, აგრეთვე, ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად (შემოქმედებითი პროექტების გარდა). სამაგიეროდ პროფილაქტიკური პროცედურები, ორგანიზმის გაწმენდა, ახალი ვარცხნილობა და კოსმეტიკური პროცედურები სასურველ შედეგს მოიტანს.
მზარდი მთვარის გავლენით, პირველიდან 12 ოქტომბრამდე და 29-31 ოქტომბერს სასიკეთო პერიოდი იქნება ფინანსური ინვესტიციებისთვის, გარიგებების დადებისთვის, გრანდიოზული გეგმების განხორციელებისთვის, სოციალურ პროექტებში ჩაბმისა და სპორტული აქტივობისთვის. რუტინული საქმეები კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ყველა ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე.
ვერძი
2019 წლის ოქტომბრის პერიოდი ვერძებისთვის პროდუქტიული პერიოდი იქნება: ვერძები ოქტომბერში მიზანსწრაფულობას გამოავლენენ, რაც დადებითად აისახება მათ პროფესიულ საქმიანობაზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჩაკეტილობას, უნდობლობას და ხასიათის სხვა უარყოფით მხარეებს შეუძლიათ თქვენი შეფერხება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. უნდა გამოამჟღავნოთ თავდაჯერებულობა და სამყაროს საკუთარი ძლიერი მხარე და საუკეთესო თვისებები უჩვენოთ. ამ გზით შეძლებთ კარიერულ წინსვლას და წარმატების მიღწევას. ფინანსური კუთხით სიფრთხილე გმართებთ 14 ოქტომბერს – ამ დროისათვის პლანეტების განლაგება ვერძებისათვის არახელსაყრელია.
კურო
თვის დასაწყისში კუროებს საკუთარი თავის რწმენა და სიძლიერე დასჭირდებათ: მაშინაც კი, თუ პრობლემები მალე არ გვარდება, ნუ მოეშვებით და მცდელობა განაგრძეთ. მოტივაციის, შთაგონების ან თვითდაჯერებულობის არარსებობისასაც გააგრძელეთ მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური საქმეები შეჩერდება. 8 ოქტომბერს ვენერას ენერგიის ცვლილებამ შეიძლება მოულოდნელი ზემოქმედება მოახდინოს თქვენს ხარჯებზე: მოგიწევთ რამის შეძენა ან შეცვლა.
ტყუპი
ტყუპებისთვის ოქტომბერი ცვლილებების დროა, თუმცა შესაძლოა ეს ცვლილებები ყოველთვის სასურველი არ იყოს. თვის მეორე ნახევარში მოულოდნელ ხარჯებზე, დაუგეგმავ შესყიდვებსა და სხვა ისეთ სიტუაციებზე მოგიწევთ კონცენტრირება, როდესაც მნიშვნელოვანია კარგი ორიენტაცია ფინანსების მართვაში. ამ რეჟიმში ტყუპებს ძალების მარაგი დასჭირდებათ – მის შევსებაზე ოქტომბრის პირველ ნახევარში იზრუნეთ. 4-7 ოქტომბერს და, ასევე, 20 ოქტომბერს ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალურად შეამციროთ ხარჯები, რათა თქვენი ბიუჯეტის წონასწორობა შეინარჩუნოთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები ხელს უწყობენ კირჩხიბებს და მათი ფინანსები შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს. ამისათვის მათ სათანადო ბერკეტები ექნებათ: სავარაუდოდ, ისინი დაწინაურდებიან სამსახურში, დაიწყებენ პერსპექტიულ პროექტებს, ახალ თანამდებობას ან სხვა შესაძლებლობებს მიიღებენ, რომ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა ახალ დონეზე აიყვანონ. ხარჯების დაგეგმვა კეთილგონივრული საქციელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული თანხები უმიზნოდ გაიფანტება. 12, 13, 14, 17 ოქტომბერი ის დღეებია, როდესაც კირჩხიბს შეუძლია აქტიურად იმოქმედოს, განახორციელოს ინვესტიცია სამომავლო განვითარებისთვის, მოიპოვოს კოლექტივში ნდობა და პოპულარობა, აიმაღლოს საზოგადოებრივი სტატუსი.
ლომი
ლომები უამრავი დროს დაუთმობენ სასიყვარულო სფეროს, თუმცა ცხოვრების მატერიალური მხარეც მათი ყურადღების ფოკუსში იქნება. ფინანსური ჰოროსკოპის მიხედვით, მათ უნდა შეარჩიონ საჩუქრები – სუვენირები შორეულ ქვეყნებში მყოფი მეგობრებისთვის, ან სასიამოვნო სიურპრიზი მეორე ნახევრისთვის. განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ თვის შუა რიცხვებში – პლუტონის ასპექტმა მთვარესა და მზესთან შესაძლოა მოულოდნელი დაბრკოლებები შეგიქმნათ, გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ფინანსური ზარალი გამოიწვიონ.
ქალწული
ქალწულისთვის ოქტომბერი საკმაოდ კომფორტული თვე იქნება – ყოველ შემთხვევაში, ვარსკვლავები მათ მოულოდნელი რისკებისგან იცავენ; მაგრამ მაინც: მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას კარგად დაფიქრება გმართებთ, აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ამ სიტუაციაში ქალწულებისთვის ადვილი იქნება ხარჯების და საყიდლების დაგეგმვა. ოქტომბერში ისინი შეძლებენ ყველაფრის მოწესრიგებას, რაც გასაკეთებელი დარჩათ. მთავარი ფასეულობა – დროა, რომელიც გონივრულად უნდა გაანაწილოთ. 4-იდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ნუ მოინდომებთ ყველაფრის ყიდვას, რაც გინდათ, ზოგი რამის შეძენა სამომავლოდ გადადეთ.
სასწორი
ასტროლოგები სასწორებს ურჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმონ თანამოაზრეებსა და ერთგულ მეგობრებს. ნუ ასესხებთ ფულს შემთხვევით ნაცნობებს და არც თქვენ აიღოთ ვალი არასანდო ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ვალი თქვენზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ. სასწორისთვის ასევე მნიშვნელოვანია ხარჯების გაკონტროლება: კარგი იქნება, სცადოთ მათი ზედმიწევნით აღნუსხვა სპეციალურ პროგრამაში ან წიგნაკში. 27 ოქტომბრის ჩათვლით (მზესა და მარსთან სატურნის გადამწყვეტი ასპექტის დღე), სასწორები ან ახალ ფინანსებს მიიღებენ, ან პირიქით, ფულის დეფიციტი შეექმნებათ და ქამრის შემოჭერის აუცილებლობის წინაშე დადგებიან.
მორიელი
მორიელის ბიუჯეტის ხარჯვის მთავარი სფეროებია ჯანმრთელობა და სილამაზე. საბედნიეროდ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ სასწრაფოდ მოუწევთ ფულის ძებნა, რადგან ფინანსური ჰოროსკოპის პროგნოზის თანახმად, თანხები მათ პრევენციისთვის დასჭირდებათ. დროა წინასწარ დარეგისტრირდეთ სამკურნალო მასაჟზე ან პროფილქტიკური შემოწმების ჩასატარებლად, დაგეგმეთ ვიზიტები საპარიკმახეროში ან სპორტდარბაზში, შეიძინეთ ვიტამინები ან სეზონური ბილეთები საცურაო აუზზე. ექსპერტები გირჩევენ, 2-იდან 4 ოქტომბრის ჩათვლით და, ასევე, 15 ოქტომბერს ფრთხილად შეიძინოთ საჭირო პროდუქცია და კარგად აკონტროლოთ თქვენი საფულე.
მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის ოქტომბრის დასაწყისი საოჯახო ხარჯების განსაზღვრის დროა. ეს შეიძლება იყოს რემონტი ან საცხოვრებლის შეცვლა, საყოფაცხოვრებო საშუალებების მარაგის შევსება ან ავეჯის გამოცვლა – ყველა ამ ხარჯს სხვადასხვა მასშტაბი აქვს, მაგრამ არსი იგივეა: მოგიწევთ ფულის ხარჯვა სახლისთვის. 10 ოქტომბერი მშვილდოსნებისთვის ყველაზე კრიტიკული დღეა – ორი ორმაგი ასპექტი გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი წამოწყება არაპროგნოზირებადი იქნება. ამ დროს შესაძლებელია როგორც ხედვის გამძაფრება (მაგალითად, წინასწარმეტყველური სიზმრები), ისე მოულოდნელი ილუზიები, მათ შორის, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. 12 ოქტომბრიდან ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგება.
თხის რქა
თხის რქები შეძლებენ გაერკვნენ ფინანსურ საკითხებში, რომლებიც დიდი ხანია ყურადღებას საჭიროებს. გარიგების გაფორმებისას, დიდი თანხების ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაცემისას მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ადამიანის კეთილსინდისიერებას არ დაეყრდნოთ და ყველაფერი კარგად გააანალიზოთ. მოსალოდნელი არ არის, რომ თხის რქები მოტყუებულნი დარჩებიან, მაგრამ საკუთარი დაუდევრობა შეიძლება მაინც ძვირად დაუჯდეთ, განსაკუთრებით თვის შუა რიცხვებში: 12-14 ოქტომბრის პერიოდი ყველაზე სარისკოა, თუმცა თხის რქებს არც ამჯერად უღალატებთ ლოგიკა, რომელიც მათ ძლიერ მხარეს წარმოადგენს.
მერწყული
იღბალი ფულთან დაკავშირებით და აქტიურობა ცხოვრების ყველა სფეროში – ასეთი იქნება ოქტომბერი მერწყულებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფულსაც ინტენსიურად და ენთუზიაზმით გამოიმუშავებენ. მიღებული თანხის ნაწილი საკუთარ თავს მოახმარეთ: გარდერობი შეავსეთ და განაახლეთ, ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ჩაეწერეთ. სამომავლო სარგებლის მიღებაზე ორიენტირებული ინვესტიციები მერწყულის ყველაზე პერსპექტიული და სასარგებლო ხარჯებია. 16 ოქტომბერს ნეპტუნის და 27 ოქტომბერს იუპიტერის მდებარეობა თქვენი პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს. მერწყულებს ისღა დარჩენიათ, ეს კოზირები სწორად გამოიყენონ ფინანსური სარგებლის მისაღებად.
თევზები
თევზების ფულადი საქმეები ოქტომბერში დიდწილად იქნება დამოკიდებული მათ სოციალურ კავშირებზე. ამ პერიოდში მომგებიანი შემოთავაზება შეიძლება შემთხვევით, მეგობრულ წვეულებაზე მიიღოთ უცხო პირისგან, რომელიც სპეციალისტს ეძებს იმ დარგში, სადაც თქვენ მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება გაქვთ. უარი არ თქვათ კონფერენციებზე, კორპორაციულ ღონისძიებებზე, სასარგებლო კონტაქტებზე, მაგრამ უმჯობესია ასეთ ღონისძიებებზე საქმიანი საკითხები მოაგვაროთ. 10 ოქტომბერი ორმაგი ასპექტის გამო სარისკო დღეა, ამიტომ რეკომენდებული არ არის ამ დღისთვის მსხვილი შენაძენების ან სხვა მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა.
წყარო: junona.pro
კომენტარები