ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 სექტემბერი – 6 ოქტომბერი

30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე მზარდი მთვარე. შესაძლებელია ამ პერიოდში ისეთი თანხა მიიღოთ, რომელსაც საერთოდ არ ელოდებოდით. უმჯობესია, თუ ამ ფულს სესხების დასაფარად და მნიშვნელოვან საყიდლებზე დახარჯავთ, წვრილმანებისთვის თანხის გაფლანგვა არ ღირს. ამ დღეებში ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ მეგობრებს შეხვდეთ და სუფთა ჰაერზე გახვიდეთ დასასვენებლად. 

 

ვერძი

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში არ უმართლებთ. უმოქმედობის მაგივრად ჯობია დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნოთ. თავისუფალი დრო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ, ეს დაგეხმარებათ მოდუნდეთ და სულიერი შვება იგრძნოთ. ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან, ბოროტად ნუ გამოიყენებთ!

 

კურო

დიდი ცდუნების წინაშე დგახართ, პრობლემების გადაჭრა გარკვეული დროით გადადოთ. არ შეცდეთ და ეს შეცდომა არ დაუშვათ: შემდეგ შეიძლება ძალიან გვიან იყოს! სამსახურში შეიძლება შეეცადონ, მდგომარეობიდან გამოგიყვანონ. პროვოკაციას ნუ აჰყვებით, ღია კონფლიქტებისა და დავისგან თავი შორს დაიჭირეთ.

 

ტყუპი

პარტნიორთან ურთიერთობა ახალ საფეხურს მიაღწევს – თქვენ შორის უფრო მეტი ნდობა გაჩნდება. ისაუბრეთ ისეთ საკითხებზეც, რომლებსაც აქამდე ერიდებოდით. შაბათ-კვირას სახლში ნუ დარჩებით, თუნდაც ცუდი ამინდი იყოს. ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომლებიც მნიშვნელოვან  როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.

 

კირჩხიბი

ახლო მომავალში ყველაზე რთულ და გულჩათხრობილ ადამიანებთანაც  კი საერთო ენას იპოვით, ასე რომ, ახლა დავების მოგვარებისა და სირთულეების განხილვისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. ამ პერიოდში შეგიძლიათ ხელგაშლილი იყოთ, კარგი იქნება, თუ საქველმოქმედო მიზნით თანხას გაიღებთ.

 

ლომი

მიჩვეული ხართ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდეთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ კოლეგები შურით დაგიწყებენ ცქერას. ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას, სასურველია მსუბუქი საკვების მიღება. მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან, შერიგების პროცესი დიდხანს გასტანს.

 

ქალწული

ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ სანამ რამეს გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ნდობა მოიპოვეთ ბავშვებთან, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც მათ ცხოვრებაში მოხდება. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უფრო ყურადღებით იყავით!

 

სასწორი

ამ კვირის განმავლობაში არაერთხელ შეგაწუხებთ დაღლილობის გრძნობა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ოქტომბრის პირველი დღეები იქნება. საკუთარი თავი გაამხნევეთ, ან მეგობრების მორალურ მხარდაჭერას მიენდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ხანდაზმულ ნათესავებს – ახლა მათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ თქვენი გვერდით დგომა.

 

მორიელი

ცხოვრების აქტიური პერიოდი გელით. მოგიწევთ საკითხების მოგვარება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში, თუმცა ნამდვილად შეგწევთ ძალა, ყველაფერს გაუმკლავდეთ! განსაკუთრებით ფრთხილად იყავით საჭესთან, რა თქმა უნდა, თუ მანქანას მართავთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთანაც, მათთან ურთიერთობას სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია.

 

მშვილდოსანი

ბევრი რამ მოხდება, რამაც შესაძლოა თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. შეეცადეთ ოპტიმისტურად მიუდგეთ ყველაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს დასასრული არ ექნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში  შეიძლება უთანხმოება  წარმოიშვას, შესაძლოა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და კომპრომისზე წასვლა მოგიხდეთ.

 

თხის რქა

სამუშაო თქვენთვის პირველ ადგილზეა. რთულ დავალებას მიიღებთ, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია თქვენი პროფესიული მომავალი, ასე რომ, შეეცადეთ დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულოთ! ეს პერიოდი ხელსაყრელია მათთვის, ვინც წონაში დაკლებას აპირებს – ნებისმიერი დიეტა სწრაფ და სასურველ შედეგს მოიტანს.

 

მერწყული

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰყავს მეორე ნახევარი, შანსი აქვთ, სწორედ ამ პერიოდში გაიცნონ ცხოვრების მომავალი მეგზური. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შეეცადეთ წამლების მიღებისგან თავი შეიკავოთ. თუ შესაძლებელია, აიღეთ მცირეხნიანი შვებულება.

 

თევზები

ეს კვირა თევზებისთვის შფოთიანი და მღელვარე აღმოჩნდება. უამრავი საკითხი იჩენს თავს, რომელთაგანაც ყველა მნიშვნელოვანი იქნება. დიდი ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს: გულდასმით შეისწავლეთ ყველაფერი, რასაც ხელს მოაწერთ. ნანატრი შვებულება ან დასვენების დღეები ბუნებაში გაატარეთ, სუფთა ჰაერზე.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close