საზოგადოებასაქართველო

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს.

უწყების ცნობით, ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ, ის გადაფრენისას ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია.

ეს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს.

ჯავახეთის ეროვნული პარკი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს 140 სახეობის მობუდარი და გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი.

ფლამინგოებს გრძელი წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი აქვთ, გავრცელებულები არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close