მსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთისაზოგადოება

ცნობილი სეისმოლოგის გაფრთხილება: სტამბოლში 7,2-ბალიანი მიწისძვრა მოხდება

პროფესორმა ეფტიმიოს ლეკასმა, სეისმოლოგიის ცნობილმა სპეციალისტმა, მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა გუშინ, 26 სექტემბერს სტამბოლში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით.

სახელგანთქმულმა და აღიარებულმა ექსპერტმა ტელეარხ SKAI-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ არაუგვიანეს 2022 წლისა თურქეთში „მოსალოდნელია რიხტერის სკალით 7,2 ბალამდე მიწისძვრა“.

„თურქეთში მომხდარი მიწისძვრა გვაღელვებს, იმიტომ რომ 1999 წელს მიწისქვეშა ბიძგებმა თურქეთში, სავარაუდოდ, გამოიწვია სეისმური აქტივობა საბერძნეთში, რის შემდეგაც იმავე წლის სექტემბერში ათენში მიწისძვრა მოხდა. ამ მიწისძვრის ანალიზის შემდეგ მსოფლიო სეისმოლოგიურმა საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ დიდი გეოლოგიური რღვევა, რომელიც კონსტანტინოპოლის (სტამბოლი – რედ.) სამხრეთით გადის, ბოლო 200 წლის განმავლობაში „არ გამომუშავებულა“. ამრიგად, მეცნიერებმა დაიწყეს გამოკვლევა, როდის განმეორდება მიწისძვრა“, – აღნიშნა ბატონმა ლეკასმა და დაუმატა: „გეოლოგიური რღვევა ძველი ნიკომედიიდან 120 კმ-ის მანძილზე ვრცელდება კონსტანტინოპოლიდან დასავლეთისკენ, მარმარილოს ყურეში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რღვევის აქტიურობით, რადგან ის ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს აღწევს და ქალკიდიკიდან მალიაკოსის ყურემდე გადის, საბერძნეთის ტერიტორიაზე“.

ამას გარდა, ლეკასმა აღნიშნა, რომ სეისმოლოგები ელოდებიან დაახლოებით 7,2 ბალის (რიხტერის სკალით) მიწისძვრას არაუგვიანეს 2022 წლისა.

„ჩვენ ველოდებით რიხტერის სკალით დაახლოებით 7,2 ბალამდე მიწისძვრას, გეორღვევის სიღრმის მონაცემებიდან გამომდინარე. რღვევა წყალქვეშა ზონის რუკაზეა დატანილი.

ჩვენ ვსაუბრობთ 250 მძლავრ მიწისძვრაზე – მრავალი კვლევის შედეგები დღეისათვის აჩვენებს, რომ აღნიშნულ პერიოდში, დიდი ალბათობით, მიწისძვრა მოხდება, თუმცა ის შეიძლება 7,2 ბალზე ნაკლები სიმძლავრის იყოს. ჩნდება კითხვა, რა მოხდება საბერძნეთში ამ მიწისძვრის შემდეგ?“ – განაცხადა პროფესორმა.

შეგახენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სტამბოლში 5,8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაინგრა. ოფიციალიური მონაცემებით, დაშავდა 8 ადამიანი.

წყარო: rua.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close