კრიმინალისაბერძნეთი

ბავშვებით ვაჭრობა: საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინა, რომელიც ბავშვებით ვაჭრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხილებულია 60 ადამიანი.

12 დაკავებულს შორის საქართველოს 3 მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას“ საბერძნეთში საქართველოს საკონსულომ დაუდასტურა.

მედიის მიერ გამოკვლეული სქემის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფს ქართველები ხელმძღვანელობდნენ. ბრალდებულები თანამშრომლობდნენ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთან, აფეხმძიმებდნენ სხვადასხვა ეროვნების ქალებს და ბავშვებს 25-28 ათას ევროდ ყიდდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close