მედიცინამსოფლიოკრიმინალისაზოგადოება
საფრანგეთში გასახდომი წამლის გამო ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლო დაიწყო
საფრანგეთში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატის წონაში სწრაფად დაკლებისთვის გამოწერა 2000-მდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეპარატის მწარმოებელ კომპანია Servier-ს მომხმარებლების წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის ფიგურანტ კომპანიას ხალხის მოტყუებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. თავად კომპანია ბრალდებას უარყოფს.
ფრანგი სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მედიკამენტი Mediator-ი 2009 წლამდე (სანამ ბაზრიდან ამოიღებდნენ) 500-იდან 2000 ადამიანამდე სიკვდილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს. კომპანია Servier-მა ამ წამლის გაყიდვით, სულ ცოტა, 1 მილიარდი ევროს მოგება მიიღო.
imedinews.ge
კომენტარები