საზოგადოებასაქართველო

რუსთავში ცხვირის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის გოგონას საქმრომ თვითდაზიანებები მიიყენა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. „ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით, გოგონა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.

გეგმური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას შესაბამისი მოსამზადებელი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სიკვდილი, სავარაუდოდ, ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

გარდაცვლილის შეყვარებული „ინფო რუსთავთან“ ჰყვება, რომ გოგონას ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონდა.

გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა საქმრომ შეიტყო, ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close