ისტორიასაზოგადოებასაქართველო

ქუთაისში 50 000 წლის მღვიმე ვანდალებმა გაანადგურეს

ქუთაისში, ჭახათას უბანში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი ე. წ. ჩაპას მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები ვახტან სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, დალეწილია სტალაქტიტები, განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები.

„სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიტები… სირცხვილია… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა. დამტვრეული და განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები. რთულია პასიურად ვანდალიზმს გაუმკლავდე”, – წერს ვახტანგ სიხარულიძე.

„ჩაპას მღვიმე”, შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს. წლების წინ ამ ადგილას ქვის კარიერი იყო.

სტალაქტიტი არის გამოქვაბულის თაღიდან კონუსებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილი, რომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან (ვიკიპედია). როგორც გეოგრაფები აცხადებენ, სავარაუდოდ, „ნაპას მღვიმის“ სტალაქტირები ფინანსური სარგებლისთვის გამოიყენეს და ტურისტებზე გაყიდეს.

წყარო: mcm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close