კინო/ფილმებიმსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

მეძავებით აღშფოთებულმა ყაბარდო-ბალყარელმა მამაკაცმა კინოგადამღებ ჯგუფს სროლა აუტეხა

ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ პრახლადნიში ფილმ „ჩიკის“ გადამღებ ჯგუფს სროლა აუტეხეს.

რუსული მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მრავალსართულიანი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან აუტეხა სროლა კინოგადამღები ჯგუფის ავტომობილს.

ფილმის რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი ამბობს, რომ მათ თავი სადარბაზოს შეაფარეს. დახლოებით თხუთმეტი გასროლიდან ავტომობილს ერთი ტყვია მოხვდა და არც თავად, არც მთავარი როლის შემსრულებელი ირინა გორბაჩოვა და არც მათთან ერთად მყოფი გადამღები ჯგუფის სხვა წევრები არ დაშავებულან.

ინციდენტის შემსწრე თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი უყვიროდა გადამღები ჯგუფის წევრებს, რომ არ მისცემდა მათ საშუალებას, ყაბარდო-ბალყარეთში მეძავებზე გადაეღოთ ფილმი.

ედუარდ ოგანესიანი ფილმს იღებს მოსკოველ მეძავებზე, რომელთაგან ერთ-ერთმა გადაწყვიტა, მშობლიურ ყაბარდო-ბალყარეთში დაბრუნდეს და ოჯახს მოეხმაროს.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close