მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებაკრიმინალისაქართველო

ბერლინის პოლიცია საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

ბერლინის პოლიცია საქართველოს მოქალაქის, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მკვლელობაში ეჭვმიტანილის, 49 წლის მამაკაცის, მოქალაქის ფოტო, რომელიც დაკავებულია. ამასთან, ვებგვერდზე მისი კუთვნილი ველოსიპედისა და სკუტერის ფოტოებიც გამოქვეყნდა.

გამომძიებლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიაწოდონ სამართალდამცავებს დამატებითი ინფორმაცია მამაკაცის გადაადგილების, ასევე მისი შესაძლო ახლობლების შესახებ, რაც პოლიციას საქმის გახსნაში დაეხმარება.

საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ დააკავა მისი სავარაუდო მკვლელ, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, 49 წლის.  გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში 29 აგვისტოს გამთენიისას ჩამოასვენეს და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close