იტალიასაზოგადოება

ვენეციის მერი გამოდის წინადადებით, ქალაქის ცენტრში მოწევა აიკრძალოს

ვენეცია შესაძლოა გახდეს ქალაქი SMOKE FREE – ამ ინიციატივაზე ქალაქის მერი ლუიჯი ბრუნიარო მუშაობს.

ვენეციის პირველი მოქალაქის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დაიწყონ „მოწევის აკრძალვა რაიონებში, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი მოძრაობს – როგორიცაა სან მარკო და რიალტო, სადაც გადაადგილებაც კი ჭირს ტურისტების დიდი რაოდენობის გამო“. „მე მათ რიცხვში ვარ, ვინც ხანდახან სიგარას ეწევა, მაგრამ ვცდილობ ეს არ გავაკეთო მაშინ, როცა ჩემ გარშემო ბევრი ხალხია, თუნდაც ქუჩაში ვიყო“, – განმარტა მერმა.

ეს წინადადება ბრუნიარომ ტოკიოში ვიზიტის შემდეგ წამოაყენა – ტოკიოში, როგორც ცნობილია, მოწევა ყველგან აკრძალულია.

„გასაგებია, რომ გამოვყოფთ მოწევისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებს, მაგრამ ასეთი ადგილების რაოდენობა მინიმალური იქნება“, – ხაზი გაუსვა ბრუნიარომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ექსპერტების ჯგუფი უკვე მუშაობს იმაზე, რომ მერის იდეა ცხოვრებაში დაინერგოს. ლუიჯი ბრუნიაროს სურს, რომ smoke free ადგილები უახლოეს თვეებში განისაზღვროს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close