მსოფლიოხელოვნებაკრიმინალისაზოგადოება

თინა კანდელაკი კეტი პერის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

რუსი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ამერიკელ პოპვარსკვლავს, კეტი პერის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, გამოცემა NME იუწყება. კანდელაკის თქმით, შემთხვევა დახურულ წვეულებაზე მოხდა, რომელზეც ის მუსიკოსთან ერთად იმყოფებოდა.

„ერთხელ კეტი პერისთან დახურულ წვეულებაზე დამპატიჟეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კეტიმ თავისი ვნების ობიექტად მე ამირჩია. მოვახერხე თავიდან მომეშორებინა, ფიზიკურ ვარჯიშებს ტყუილად არ ჩაუვლია, და მანაც კოცნის, ხვევნისა და ბინძური ცეკვებისთვის სასწრაფოდ სხვა მსხვერპლი მოძებნა“, – დაწერა ჟურნალისტმა ტელეგრამზე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში მუსიკოსის კლიპში – Teenage Dream-ში მონაწილე მოდელმა, ჯოშ კლოსმა დაადანაშაულა. კლოსის თქმით, ინციდენტი 2012 წელს მოხდა, თუმცა არტისტთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებით, მას ამ დრომდე ამის შესახებ საუბარი ეკრძალებოდა.

„კეტისთან შეხვედრაზე მეგობარი წავიყვანე, რომელსაც მისი გაცნობა ძალიან უნდოდა. ის მოვიდა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. შემდეგ ჩემი მეგობრის წარსადგენად მივტრიალდი და უცებ კეტიმ შარვალი და საცვალი ჩამხადა ისე, რომ ჩემი გენიტალიები ყველამ დაინახა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა უხერხულად ვიგრძენი თავი?“ – ჰყვება მოდელი.

კეტი პერის წარმომადგენლებს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით კეტი პერი, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar-მა და Dark Horse-მა მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბიზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.
popmusic.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close