მიგრაციამოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთი და საფრანგეთი მიგრაციის შესამცირებლად ლა-მანშს გააკონტოლებენ

ბრიტანეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები ლა-მანშის სრუტეზე კონტროლის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ EURONEWS-ი წერს.

2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ბრიტანეთში ლა-მანშის სრუტით შესული არალეგალური მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. ლა-მანშზე კონტროლის გამკაცრების ღონისძიებებისთვის ფულს ბრიტანეთი გაიღებს. 2019 წლის იანვარში ლონდონმა 7 მილიონი ევრო უკვე დახარჯა.

გამოცემის ცნობით, 2018 წელს 586 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ლა-მანშის გადალახვას და ბრიტანეთში გადასვლას ცდილობდნენ. 2019 წელს ამისთვის სამართალდამცველებმა 1500 მიგრანტი დააკავეს.

იტალიის სამმა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გერმანული გემი, რომელზეც 101 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფება, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვას, ამის შესახებ news-front-ი წერს.

იაპონიაში, ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიოში ყველაზე დიდ პრობლემად მასობრივი მიგრაცია დასახელდა. G-20-ის დასასრულს სამიტის მონაწილეებმა შესაბამისი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც ამ პრობლემის დასარეგულირებლად ერთობლივი მოქმედებების სქემა დასახეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close