რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრის საათი მსოფლიოს 17 მონუმენტურ საათს შორის მოხვდა
მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეხვდებით ულამაზეს მონუმენტურ საათს, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. ამერიკული გამოცემა ATLASOBSCURA ასეთი საათებით დაინტერესდა და თავისი მკითხველი ფორუმზე საყვარელი მონუმენტური საათების შესახებ გამოკითხა.
პასუხები მრავალფეროვანი აღმოჩნდა და სტატიაში სათაურით – „17 მონუმენტური საათი, რომელთათვისაც დროის დათმობა ღირს“ – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრთან მდებარე საათიც მოხვდა.
მომხმარებელი midnighttraveller, რომელმაც საათს რეკომენდაცია გაუწია, წერს: „2016 წელს ვიმოგზაურე ულამაზეს ქვეყანაში – საქართველოში და თბილისში გადავაწყდით უჩვეულოდ გადახრილ საათ-კოშკს, რომელიც შავთელის ქუჩაზე მდებარეობს და შენობას გაბრიაძის თეატრი ეწოდება. ის ცნობილი ქართველი თოჯინების ოსტატის, რეზო გაბრიაძის მიერ არის დაარსებული. საათში ერთხელ ფანჯარა იღება და ანგელოზი ზარს რეკავს. საათის ქვემოთ იხსნება ეკრანი და აჩვენებს ცხოვრების წრეს ახალგაზრდა წყვილით, ქორწინებით, ბავშვებით და დაკრძალვით“. ასე აღწერს ერთ-ერთი უცხოელი ტურისტი თბილისში ნანახ გაბრიაძის თეატრის საათს.
plus.kvira.ge
კომენტარები