მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

რუსეთში 16 წლის მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და პაპა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში 16 წლის ბიჭმა თავისი ოჯახის ხუთი წევრი, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა, ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

შემთხვევა ულიანოვსკის ოლქში 18 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 11:00 საათზე მოხდა.

პაპა – 66 წლის, ბებია  – 69-ის, დედა – 42 წლის, ხოლო ტყუპი და-ძმა 4 წლის იყო.

16 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა მოგვიანებით კერძო სახლის მახლობლად, ფიჭური კავშირგაბმულობის ანძასთან აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ბიჭს დედასთან პრობლემები ჰქონდა.

ren.tv-ს წყაროს ცნობით, სოფელ პატრიკეევოში მცხოვრებმა ბიჭმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ბებია და პაპა უყვარდა, მაგრამ მაინც დახოცა, რადგან არ სურდა, რომ მათ შვილის და შვილიშვილების მოკვლის გამო ენერვიულათ.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის წინა დღეს მოზარდმა ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა მეგობარს, რომელშიც განმარტავდა მიზეზებს, თუ რატომ გადაწყვიტა საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობა. მისი თქმით, დედა აუტანლად ექცეოდა, და-ძმას კი იგი არ უყვარდა. ბებიას და პაპას რაც შეეხება, ისინი უყვარდა, მაგრამ იძულებული იყო, ისინიც მოეკლა, რომ მათ არ ენერვიულათ.

„ბიჭი უზრუნველყოფილი ოჯახიდან იყო, საუკეთესო მოსწავლე, ოლიმპიადების მონაწილე… ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს შიზოფრენიის ნიშნები“, – უთხრა „რია ნოვოსტის“ რეგიონული პროკურატურის წარმომადგენელმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close