მიგრაციამოგზაურობამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველოდან წელს უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციის ნახვა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

საქართველოდან 2019 წლის პირველ ექვს თვეში სულ 18 ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, მათ შორის, აზერბაიჯანის – რვა მოქალაქე, ირანის – ექვსი;, ეგვიპტის – ხუთი, თურქეთის – ოთხი, ანგოლის, ინდოეთის, ერაყის და ნიგერიის – ორი-ორი მოქალაქე, კანადის, კენიის, უზბეკეთის, უკრაინის, ბანგლადეშის, კონგოს, მაროკოს, ნეპალის, პაკისტანის და ჰაიტის – თითო-თითო მოქალაქე.

2018 წელს საქართველოდან 98 უცხოელი გააძევეს, 2017 წელს კი – 77.

შსს-ს ინფორმაციით, გაძევებულ პირთა შორის, უმეტესად, 26-40 ასაკის მამაკაცები არიან.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close