ალენ დელონი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს
ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 83 წლის მსახიობი საავადმყოფოში ივნისის შუა რიცხვებშიც მოხვდა ექსტრემალურ ვითარებაში. ალენ დელონს გულის არითმია აწუხებს, რაც თავბრუსხვევას და თავის ტკივილს იწვევს.
წლევანდელ კანის ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო მიენიჭა. 20 მაისს მსახიობს ჯილდო საკუთარმა ქალიშვილმა, ანუშკამ გადასცა, რომელიც ასევე მსახიობია.
ალენ დელონმა სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და 80-მდე ფილმში ითამაშა.
გარდა მსახიობობისა, იგი არის კოლექციონერი, გატაცებულია დოღით, არის კრივის ჩემპიონატის ორგანიზატორა. ალენ დელონი კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა, როგორც ლამაზი, მეამბოხე და ფატალური მამაკაცი.
ალენ დელონის სილამაზე და მომხიბლაობა მის შვილიშვილს, ელისონ ლე ბორჟს (Alyson Le Borges, ალენის ვაჟის, ენტონი დელონის ქალიშვილი) გადაეცა გენებით, რომელიც შოუბიზნესში წარმატებით მოღვაწეობს.
175 სანტიმეტრი სიმაღლის სექსუალური ლამაზმანი, რომელიც სექტემბერში 33 წლის ხდება, პოდიუმის ვარსკვლავია, ფოტოსესიებში მონაწილეობს და ორ ფილმშიც მოსინჯა ძალები.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები