ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

„მაკდონალდსს“ რომის უძველეს ნაწილში რესტორნის აშენების ნებართვა არ მისცეს

იტალიის მთავრობამ დედაქალაქ რომში, უძველეს ნაწილში „მაკდონალდსის“ აშენებაზე უარი განაცხადა. რესტორანი კარაკალის აბანოებთან უნდა აშენებულიყო, თუმცა გეგმა კულტურის სამინისტრომ დაბლოკა.

„უკვე დავაფიქსირე ჩემი საწინააღმდეგო აზრი უძველეს ტერიტორიაზე სწრაფი კვების ობიექტის აშენების თაობაზე. გაცნობებთ, რომ კულტურის სამინისტრომ ავტორიზაცია გააუქმა“, – დაწერა Facebook-ზე უწყების ხელმძღვანელმა ალბერტო ბონიზოლიმ.

რომის მერმა ეს გადაწყვეტილება მოიწონა.

„რომის ღირსშესანიშნაობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნავს ვირჯინია რაჯი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აბანოები, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს არის განლაგებული, მესამე საუკუნით თარიღდება.

იტალიის დედაქალაქში „მაკდონალდსი“ 40 სწრაფ კვების ობიექტს უკვე ფლობს. მთლიანობაში კი იტალიაში „მაკდონალდსის“ 578 რესტორანია.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე კომპანიას პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close