მსოფლიოსაზოგადოება

დუბაის მმართველი გაქცეულ ცოლს ოფიციალურად გაშორდა

დუბაის მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდმა და მისმა ცოლმა (უკვე ყოფილმა) პრინცესა ჰაიამ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთეს გაყრის თაობაზე.  როგორც ცნობილია, პრინცესა ჰაია ქმარს თებერვალში გაექცა შვილებთან ერთად და 40 მილიონი დოლარი „გააყოლა ხელს“.

საქმის განხილვა ლონდონის მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პროცესი კიდევ გრძელდება, თუმცა „ის შეეხება ბავშვების მომავალს და მის უზრუნველყოფას და არა განქორწინებას და ფინანსების გაყოფას“.

დუბაის მმართველის ინტერესებს სასამართლოში ელენ უორდი იცავს, რომელსაც „განქორწინებების დიდ ქალბატონს“ უწოდებდნენ. იგი იყო ადვოკატი გაი რიჩის და მადონას, აგრეთვე, ფეხბურთელ ეშლი კოულისა და მისი ცოლის, შერილ კოულის  გაყრის საქმეში.

ჰაიას წარმომადგენელი კი სასამართლოში ადვოკატი ფიონა შაკლტონია, მეტსახელად „ფოლადის მაგნოლია“, რომელიც პრინც ჩარლზის წარმომადგენელი იყო პრინცესა დიანასთან გაყრის საქმეში, პრინც ენდრიუს წარმომადგენელი სარა ფერგიუსონთან გაყრისას, აგრეთვე, პოლ მაკარტნის წარმომადგენელი მომღერლის ჰიზერ მილსთან გაყრის პროცესში. ახლა იგი პრინცების, უილიამის და ჰარის ადვოკატია.

საქმის პირველი მოსმენა ჯერ კიდევ 22 მაისს გაიმართა, ფინალური სასამართლო სხდომა კი ორ დღეს გაგრძელდება – 30 და 31 ივლისს.  სწორედ ამ დღეს შეხვდებიან ყოფილი ცოლ-ქმარი პირველად ერთმანეთს თითქმის 5-თვიანი „პაუზის“ შემდეგ. გავრცელებული ხმებით, ამჟამად პრინცესა ჰაია შვილებთან ერთად ლონდონში იმალება.

წყარო: Daily Mail

ამავე თემაზე: დუბაის მმართველს ცოლი გაექცა და მილიონები გაიტაცა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close