„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავმა სანდრა ომ დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა

ამერიკული სერიალის, GREY’S ANATOMY-ს ვარსკვლავი სანდრა ო (SANDRA OH) საქართველოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მსახიობი ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“ ისვენებდა, შემდეგ კი ფასანაურს ესტუმრა.

ფოტო, რომელიც 21 ივლისსაა გადაღებული, ჯგუფმა „Admiral Rafting Group – ჯომარდობა ფასანაურში“ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ყაზბეგს, ფასანაურს და თბილისს სტუმრობდა. სხვა დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სანდრა ოს დაბადების დღე 20 ივლისს იყო და, სავარაუდოდ, 48 წლის მსახიობმა ის საქართველოში აღნიშნა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები