მსოფლიოქართველები უცხოეთში
რუსული მედია ია ნინიძის შვილის, ნინოს ახალ რომანზე წერს
რუსული ტაბლოიდები რამდენიმე კვირაა წერენ რუსი მსახიობის, 46 წლის მაქსიმ ვიტორგანის და ქართველი მსახიობის, ია ნინიძის შვილის, 28 წლის ნინო ნინიძის რომანზე.
კოლეგები ერთად გამოჩდნენ ორი ფილმის პრემიერაზე და, თვითმხილველების თქმით, ერთმანეთის მიმართ გრძნობებს არ მალავდნენ.
ნინო ერთი თვის წინ ქმარს, კირილ პლეტნევს გაშორდა. წყვილის ოჯახურმა ცხოვრებამ 4 წელი გასტანა. მათი ქორწინების ნაყოფია სამი წლის არაჩვეულებრივი ბიჭუნა სანდრიკა.
ნინო ნინიძემ განაცხადა, რომ ვიტორგანთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს, თუმცა მალევე ვიტოგრანის „სთორიში“ გამოჩნდა ნინოს ფოტო, რომელსაც რუსმა მსახიობმა ქართულად წააწერა: „Н. В. ბავშვი“ („გილოცავ დაბადების დღეს, ბავშვო“).
აღსანიშნავია, რომ ახლახან მეუღლეს გაშორდა მაქსიმ ვიტორგანიც. მისი ყოფილი ცოლი ცნობილი რუსი ჟურნალისტი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ქსენია სობჩაკია.
კომენტარები