მსოფლიოქართველები უცხოეთში
მოსკოვის მერიამ ზურაბ წერეთელს უჩივლა
მოსკოვის მერიამ ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მერია წერეთელს 55,1 მილიონ რუბლს (2 502 914 ლარი) ედავება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რას ეხება სარჩელი, უცნობია. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს განმარტებით, საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომლის ძირითადი მიმართულება პრივატიზაციასთან, საკუთრების უფლებასა და იჯარასთან დაკავშირებული დავებია.
კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ მოქანდაკის წარმომადგენლებსაც. ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია.
კომენტარები