მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება
AMAZON-ის თანამშრომლები გაიფიცნენ
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია AMAZON-ის ათასობით თანამშრომელი ხელფასის ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავს. ამის შესახებ EURONEWS-ი იუწყება.
პროფკავშირების ცნობით, გერმანიაში გაფიცვას 2000 ადამიანი შეუერთდა, აშშ-ის მინესოტის შტატში კომპანიის განყოფილებაში მუშაობა 6 საათით შეჩერდება, დიდ ბრიტანეთში კი ხანგრძლივი საპროტესტო აქციები იგეგმება.
Amazon-ის თანამშრომლების მტკიცებით, მათი სამუშაო გრაფიკი რთულია, ხელფასები კი – დაბალი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, „შავი პარასკევის“ პარალელურად, ევროპის მასშტაბით დასაქმებულმა Amazon-ის თანამშრომლებმა სამუშაო პირობები გააპროტესტეს და ამ მიზნით მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს.
ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში დასაქმებულები ზედმეტად ნამუშევარი საათების ანაზღაურებასა და უსაფრთხოებას ითხოვდნენ.
კომენტარები