კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე 2 ივლისს დაკარგული ამერიკელი მეცნიერის ცხედარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში იპოვეს

ამერიკელი მეცნიერის, სიუზან იტონის ცხედარი, რომელიც 2 ივლისს საბერძნეთში, კრეტაზე გაუჩინარდა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კატაკომბაში იპოვეს.

სიუზან იტონს ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ქალი მოკლულია, იგი გაგუდეს.

59 წლის მეცნიერი კუნძულ კრეტაზე, საპორტო ქალაქ ხანიაში კონფერენციაზე დასასწრებად იყო ჩასული.

2 ივლისს, დაახლოებით დღის 3 საათზე სიუზანმა კოლეგებს აცნობა, რომ ცოტა ხნით სასეირნოდ გავიდა, რადგან შემდეგი სხდომა 18:00 საათზე იწყებოდა, თუმცა იგი ამ დროისთვის აღარ დაბრუნდა.

ერთკვირიანი საგულდაგულო ძიების შემდეგ ამერიკელი მეცნიერის ცხედარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კატაკომბაში/მღვიმეში იპოვეს. პოლიციამ აღმოაჩინა მსუბუქი მანქანის ბორბლების კვალი მღვიმემდე მიმავალ გზაზე, ამის საფუძველზე, არსებობს ვარაუდი, რომ ქალი სხვა ადგილას მოკლეს (გაგუდეს), შემდეგ მღვიმემდე მიიყვანეს კვალის დაფარვის მიზნით და შიგ ჩააგდეს.

ადგილი, სადაც იტონის ცხედარი ოპოვეს, 8,5 კილომეტრის მოშორებითაა მართლმადიდებლური აკადემიიდან, სადაც სიუზან იტონი ბოლოს ნახეს და სადაც კონფერენცია იმართებოდა.  ზეთისხილის ხეებით შემოსაზღვრულ ადგილას მიწაში ხვრელია, სადაც ძნელად თუ გაეტევა გამხდარი მამაკაცი. ამ კატაკომბას გერმანელები კრეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, კატაკომბის გარშემო ტერიტორია პოპულარული ტურისტული ადგილია.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცნობით, იმის წყალობით, რომ სიუზანი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მკვლელს (ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი საკმაოდ მომზადებული იყო ფიზიკურად და ტაეკვონდონის შავ ქამარს ფლობდა), მისი ფრჩხილების ქვეშ სავარაუდო მკვლელის დნმ-ის ნიმუშები აღმოაჩინეს. პოლიცია ამის საფუძველზე აპირებს დამნაშავის პოვნას.

წყარო: BBC

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close