მსოფლიოსაქართველოსპორტი
სალომე ფაჟავას გამოსვლა ნეაპოლში „ქვინის“ მუსიკაზე და აღფრთოვანებული მაყურებელი (ვიდეო)
იტალიის ქალაქ ნეაპოლში ზაფხულის უნივერსიადა მიმდინარეობს. სხვადასხვა სპორტულ დისციპლინას შორის არის მხატვრული ტანვარჯიშიც. შთამბეჭდავად ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა.
სალომეს ყველაზე ძლიერი გამოსვლა ჰქონდა გურზებით ვარჯიშში. ქართველმა ტანმოვარჯიშემ Queen-ის სიმღერის ფონზე შესანიშნავად იასპარეზა და მაყურებლების ოვაცია დაიმსახურა. სალომემ მრავალჭიდში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ქართველი ტანმოვარჯიშე 3 ფინალში იასპარეზებს: ბურთით, გურზებით და ბაფთით.
popsport.com
კომენტარები