მიგრაციამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ლონდონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში თვითმფრინავიდან ცხედარი ჩამოვარდა​

ლონდონის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თვითმფრინავიდან ცხედარი ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტი კლეპჰემში მოხდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, მამაკაცის ცხედარი ერთი მეტრის მოშორებით დაეცა ადგლობრივი მცხოვრებისგან, რომელიც საკუთარ ეზოში მზის აბაზანებს იღებდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ავიაკომანია „კენია ეარვეისის“ თვითმფრინავის შასის განყოფილებიდან გადმოვარდა, როდესაც ავიალაინერი ჰითროუს აეროპორტში დასაშვებად ემზადებოდა. ლონდონის პოლიციის ვარაუდით, გარდაცვლილი უბილეთო მგზავრია, რომელიც ნაირობიში თვითმფრინავის შასის განყოფილებაში დაიმალა. მოგვიანებით აღნიშნულ ადგილას წყალი და საკვები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მან წინასწარ მოიმარაგა.

ნაირობიდან ლონდონში ფრენა თითქმის ცხრა საათს გრძელდება.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს თვითმფრინავის შასის განყოფილებაში უბილეთოდ მგზავრობის პირველი მცდელობა არ არის. 2015 წლის ივნისში ლონდონში, რიჩმონდში მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთი შენობის სახურავზე იპოვეს. მამაკაცი იოჰანესბურგიდან მომავალი თვითმფრინავიდან გადმოვარდა. 2012 წლის აგვისტოში კი გარდაცვლილი მამაკაცი ლონდონში კეიპტაუნიდან ჩასული ავიალაინერის შასის განყოფილებაში აღმოაჩინეს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close