მსოფლიო

დუბაის მმართველს ცოლი გაექცა და მილიონები გაიტაცა

დუბაის მმართველ მოჰამედ ბინ რაშიდს ცოლი – პრინცესა ჰაია გაექცა შვილებთან ერთად და თან 40 მილიონი დოლარი გაიტაცა, – წერს გამოცემა THE SUN.

როგორც ირკვევა, პრინცესა ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში გაუჩინარდა, თუმცა ოფიციალურად მედიისთვის ეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი.

სავარაუდოდ, იგი გერმანიაში იმალება შვილებთან: 11 წლის გოგონასთან – ალ ჯალილასა და 7 წლის ბიჭთან – ზეიედასთან ერთად. მან გერმანიაში თავშესაფართან ერთად ქმართან გაყრაც მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცევის მიზეზი გახდა შიში საკუთარი და შვილების უსაფრთხოების გამო, ხოლო თანხა პრინცესამ „ახალი ცხოვრების“ უზრუნველსაყოფად „გააყოლა ხელს“.

საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, სწორედ ამიტომ დაიძაბა ურთიერთობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებისა და გერმანიას შორის: დუბაი ოჯახის მისთვის გადაცემას ითხოვს, გერმანია კი უარზეა.

აღსანიშნავია, რომ მოჰამედ ბინ რაშიდს რამდენიმე ხნის წინ უფროსი ქალიშვილიც გაექცა, ნათესავების თქმით, იგი ამჟამად დუბაიშია და უსაფრთხოდაა.

იორდანიის პრინცესა ჰაია ბინტ ალ ჰუსეინი მოჰამედ ბინ რაშიდის უმცროსი ცოლია, რომელზეც იგი 2004 წელს დაქორწინდა.

69 წლის შეიხი, რომლის ქონებაც თითქმის 14 მილიარდი აშშ დოლარია, უმეტესად, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და ცნობილია დოღის ცხენების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით, თუმცა პირველად 28 წლის მანძილზე მან ცნობილი დოღი –  Epsom Derby გამოტოვა, რომელიც ივნისში გაიმართა; რამდენიმე დღის შემდეგ კი მოულოდნელად დაიკეტა საფოლკთან ახლოს მდებარე მისი ორი საჯინიბო, სადაც დოღისთვის ცხენებს ამზადებდნენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close