საზოგადოებასაქართველო

ექსკურსიაზე მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

მორიგი უბედური შემთხვევა ექსკურსიის დროს. თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მანანა ჩოხელი, ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

გარდაცვლილის კოლეგები ამბობენ, რომ მანანა ჩოხელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ, პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

მე-14 სკოლის მასწავლებლების თქმით, ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამსახურის წარმომადგენლები დროულად გამოცხადდნენ, თუმცა თავის არეში მძიმე ტრავმების გამო პედაგოგის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close