კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

მოქალაქემ მძარცველი ყაჩაღობის დროს განაიარაღა (ვიდეო)

24 ივლისს, დილით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ქალაქ ათენის გალაცის უბანში. შეიარაღებული მძარცველი ტოტალიზატორის ოფისში შეიჭრა. მისი განიარაღება დაწესებულების კლიენტმა მოახერხა.

ყაჩაღობაის მცდელობა დილის 11 საათზე მოხდა. სანამ მძარცველი ტოტალიზატორის თანამშრომელს იარაღის მუქარით ფულს ართმევდა, შენობაში უცხო მამაკაცი შევიდა. ის მაშინვე მიხვდა, რა ხდებოდა და მძარცველის განიარაღება გადაწყვიტა. მამაკაცი მძარცველს უკნიდან დაესხა თავს და აიძულა იარაღი გადაეგდო, რის შემდეგაც გარეთ გაიყვანა და ტოტალიზატორის თანამშრომლის დახმარებით დააკავა. მოგვიანებით დაკავებული პოლიციას გადასცეს.

სამართალდამცველებმა გამოავლინეს მისი დამხმარეც, რომელიც მძარცველს მანქანით ელოდებოდა. ორივე მათგანი გადაყვანილია იზოლატორში. შემთხვევა ტოტალიზატორის უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close