კინო/ფილმებისაზოგადოებაიტალიაკულტურასაქართველო

თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმების ექსპოზიცია რომში

დიდი ქართველი რეჟისორების – თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმების მიხედვით, 16 ივნისს ხელოვნების სასახლემ რომის ისტორიული კინოთეატრის, CASA DEL CINEMA-ს საგამოფენო დარბაზებში გამოფენა მოაწყო.

ხელოვნების სასახლემ წარმოადგინა გამოფენა, სახელწოდებით „იტალიური ნეორეალიზმი ქართულ კინოში“. ექსპოზიცია დიდი ქართველი რეჟისორების – თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულ იმ ფილმებს მოიცავს, რომლებიც იტალიური ნეორეალიზმის აშკარა გავლენას განიცდიან („მაგდანას ლურჯა“, „სხვისი შვილები“, „ჩვენი ეზო”).

გამოფენა რომში ქართული კინოს დღეების ფარგლებში მომზადდა. დაგეგმილ ღონისძიებებს ორგანიზებას უწევენ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნულ კინოცენტრი.

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close