საზოგადოებასაქართველო
თბილისი VOGUE-ის ფურცლებზე
„საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ – ამ სათაურით გავლენიანი ჟურნალი VOGUE-ი მკითხველს საქართველოს დედაქალაქს აცნობს.
პოპულარული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს დაესწრო.
„საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი, ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო“, – წერს Vogue-ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.
m2b.ge
კომენტარები