newsიტალიასაზოგადოება
იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა
იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა. იტალიური სააგენტო „ანსას“ ცნობით, ვულკანის კრატერიდან ლავა იღვრება და ფერფლი იფრქვევა.
ამ ეტაპზე კატანიის აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
სპეციალისტების თქმით, ეტნას ბოლო გააქტიურება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ვულკანის მიმდებარედ, უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ტურისტების ნაკადის კონტროლი.
მიმდინარე წლის თებერვალში ეტნას გააქტიურების გამო კატანიის აეროპორტში რეისები გაუქმდა.
ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი (3300 მ) მოქმედი ვულკანია მსოფლიოში.
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
კომენტარები