ათენი-თესალონიკის ხაზზე 20 მაისიდან ექსპრესი იწყებს მოძრაობას
მომავალ ორშაბათს, 20 მაისს ათენი-თესალონიკის ხაზზე პირველი ელექტროფიცირებული მატარებელი – EXPRESS-ი დაიწყებს მოძრაობას, რომელიც მანძილს საბერძნეთის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს შორის 3 საათსა და 55 წუთში დაფარავს.
როგორც ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის გენერალურმა მდივანმა ფანოს ვურდასმა განაცხადა, ელექტროფიცირებული მატარებლები უკვე ჩართულია TRAINOSE-ის ყოველდღიურ მარშრუტებში. ექსპრესი მხოლოდ ორგან გაჩერდება – ლიანოკლადიში და ლარისაში. მატარებელი ათენიდან თესალონიკში ჩასვლას 1 საათითა და 5 წუთით ნაკლებ დროს მოანდომებს (აქამდე ამ მანძილის დაფარვას 5 საათი სჭირდებოდა).
პირველ ეტაპზე მარშრუტებზე TRAINOSE-ის სამი მატარებელი გავა, რეკოსტრუირებული ΕΕΣΣΤΥ, სადაც კომფორტული მგზავრობისთვის ყველაფერი იქნება, მათ შორის, WiFi.
უახლოეს პერიოდში იტალიიდან 2 ულტრათანამედროვე მატარებელი ჩამოვა, „ვერცხლის ისრის“ მსგავსი, რომელიც გასულ წელს გამოფენა ΔΕΘ-ზე იყო წარმოდგენილი.
ნინო ბაჯელიძე
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: ჩქაროსნული მატარებელი ათენი-თესალონიკი ბრუნდება
კომენტარები