საზოგადოებასაქართველო

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე ოთო ნესაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

როგორც ცნობილია, წელს ევროვიზიაზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას „სულ წინ იარე“. ოთო ნემსაძე თელ-ავივში 14 მაისს, პირველ ნახევარფინალში იმღერებს, ისევე როგორც ჩვენი მეორე თანამემამულე – თამთა, რომელიც კვიპროსის სახელით გამოდის.

საქართველოსა და კვიპროსში მცხოვრები ქართველები დილემის წინაშე არ დგანან, რომელი აირჩიონ ორ თანამემემულეს შორის, რადგან, როგორც იცით, „კვიპროსელები“ თამთას ვერ მისცემენ ხმას, ხოლო საქართველოში მყოფი ადამიანები – ოთოს. სხვა ქვეყნებში (მათ შორის, საბერძნეთშიც, სადაც თამთა ცხოვრობს და თავისი კარიერა შექმნა) მცხოვრები ქართველი ემიგრანტები რთული არჩევანის წინაშე დგანან: მათ ორი თანამემამულიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ და მას მისცენ ხმა.

5 მაისს თამთას ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც იგი ქართველებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თამთას მიმართვის შემდეგ კი, 6 მაისს ოთო ნემსაძის მიმართვა გავრცელდა, რომელშიც იგი ემიგრანტ თანამემამულეებს მხარდაჭერას სთხოვს.

ნახეთ ოთო ნემსაძის ვიდეომიმართვა – „ემიგრანტებო, მე თქვენთვის ვიმღერებ!“

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერის ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართა

თამთას ვიდეომიმართვა თანამემამულეებს!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close