ქართველები უცხოეთშიnews
თამთამ თელ-ავივში პირველი რეპეტიცია გაიარა – ნახეთ ვიდეო
14 მაისს თელ-ავივში ევროვიზიის კონკურსი იწყება. საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც კონკურსზე კვიპროსის სახელით გამოდის, უკვე ისრაელშია. თამთამ თელ-ავივში პირველი რეპეტიცია გამართა.
ქართველი მომღერალი პირველ ნახევარფინალში, 14 მაისს იმღერებს. მისი მეტოქეები იქნებიან საბერძნეთის წარმომადგენელი კატერინა დუსკა და ოთო ნემსაძე, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის.
პირველი რეპეტიციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თამთა და მისი ოთხი მოცეკვავე სცენაზე შავი ფერის სამოსით გამოვლენ. მომღერლისა და მოცეკვავეების შესრულება საკმაოდ დინამიკური და სინქრონიზებულია.
იხილეთ ფოტოგალერეა და ვიდეო:
ვიდეო:
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გაააზიარეთ
იმავე თემაზე: რა შანსები აქვს თამთას ევროვიზიაზე? – REPLAY ფავორიტთა შორისაა
„ჩვეულებრივი“ თამთა – ბერძნული საიტის ფოტოგრაფებმა მომღერალი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გადაიღეს
თამთას დებიუტი მოდის ბიზნესში – მომღერლის მიერ შექმნილი სამოსი უკვე იყიდება
კომენტარები