ჰოროსკოპი

ვისთვის იქნება მაისი საუკეთესო თვე – ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მაისში პლანეტების გავლენა გაძლიერდება და არაერთხელ დავდგებით რთული არჩევანის წინაშე. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში შინაგანი ხმა დაგვეხმარება, ამიტომ მისი მოსმენა უნდა ვისწავლოთ.
მაისში ჯობია სხვის საქმეებში ჩარევისგან თავი შევიკავოთ და საკუთარს მივხედოთ. მაისის მეორე დეკადა – ეს არის „განახლებების დრო“, როდესაც ღირებულებების ახლებურად შეფასება ხდება და ცხოვრებაც, ამის შედეგად, კარდინალურად იცვლება.
სწორი განწყობის შემთხვევაში მესამე დეკადაში, უფრო ზუსტად კი – 22-30 მაისს შეძლებთ ყველაზე უფრო რთული და გაბედული გეგმების განხორციელებას. შიშები და ეჭვები უკან მოიტოვეთ, აქტიურად იმოქმედეთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი იმედი არ დაკარგოთ.
5 მაისს ახალმთვარეობაა. 

 

ვერძი

2019 წლის მაისისთვის ვარსკვლავები ვერძებს ცხოვრებაში მასშტაბურ ცვლილებებს უწინასწარმეტყველებენ. თუ ამისთვის მორალურად მზად ხართ, თავი ხელში აიყვანეთ და შიშები ნუ შეგიპყრობთ. კარგად ჩაივლის განათლებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან და მოგზაურობები, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. ბევრი სერიოზულად იფიქრებს სხვა ქვეყანაში გადასვლაზე.

ვერძებს ვურჩევთ ყველა წარმოშობილი პრობლემის შეუპოვრად გადაჭრას, რადგან ხვალისთვის გადადების შემთხვევაში ეს პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. გაზაფხულის დასასრულს მოსალოდნელია მაღალი თანამდებობის მიღება.

მატერიალურ სფეროში სტაბილურობა გელით. თქვენკენ მომავალი ფულის ნაკადი იქნება მუდმივი, თუმცა არა ძალიან დიდი. ეცადეთ ნაკლები დახარჯოთ და შვებულების, დასვენებისა და პირადი საჭიროებებისთვის თანხა გადადოთ. ახლო მეგობრები და ნათესავები ფინანსურად ყველანაირად გვერდში დაგიდგებიან, მაგრამ გრძელვადიან ვალს ნუ აიღებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ ცხვირწინ არ აგწაპნონ ჩანთა ან საფულე, განსაკუთრებით, მგზავრობისას, რაიმე ღონისძიებაზე ან სუპერმარკეტში. ვერძებმა შეიძლება შემოსავალი ადრე შესრულებული სამუშაოსთვისაც მიიღონ.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 5, 7, 16, 24, 25, 26

 

კურო

ვარსკვლავები კუროებს მაისში მხოლოდ იმ ადამიანებთან ურთიერთობას ურჩევენ, რომლებიც სრულად იზიარებენ მათ ინტერესებსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს, რადგან ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კარიერა და პირადი ცხოვრება, არამედ ფინანსური მდგომარეობაც. ბევრი გულწრფელად დაგეხმარებათ, აგრეთვე, მიზნების მიღწევის ახალ მეთოდებს შემოგთავაზებენ.

კუროებს გირჩევთ, პირადი ცხოვრებით დაკავდეთ, მით უფრო, რომ დიდი ხანია დაგავიწყდათ, რა არის რომანტიკა, სინაზე და სიყვარული.

კარგი იქნება, თუ ეკონომიას გაწევთ, დანაზოგების უგუნურად დახარჯვა არ არის გამართლებული, თუმცა მთლად ქვაწვიად ნუ იქცევით. გირჩევთ, ფული გადაანაწილოთ პირად საჭიროებებზე, ოჯახსა და შვილებზე, ხოლო დანარჩენი თამამად შეგიძლიათ დახარჯოთ გართობასა და დასვენებაზე. ფინანსების გონივრულად ხარჯვა მაისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. რემონტის ან მოგზაურობის დაგეგმვის შემთხვევაში აუცილებელია ადრევე შეიძინოთ ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდებათ.

ჯანმრთელობის კუთხით ყურადღება მიაქციეთ სახსრებსა და სისხლძარღვებს.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 1, 8, 16, 25, 29

 

ტყუპი

ვარსკვლავები მაისში ტყუპებს ყველა ოცნების ახდენას ჰპირდებიან. მადლიერი იყავით საკუთარი ბედის და მადლობა გადაუხადეთ მეგობრებს დახმარებისთვის, განსაკუთრებით, რთული ამოცანებისა და ფინანსური პრობლემების გადაჭრის დროს.

ტყუპებს შეუძლიათ მცირე დანაზოგების გაკეთებაც. მთავარია, ავანტიურაზე არ წახვიდეთ და იმპულსურად არ დადოთ გარიგებები, რამაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიღოს. თვის დასაწყისში მოგიწევთ ფულის ხარჯვა გართობებზე, დასვენებაზე და ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენაზე, თუმცა არ არის გამორიცხული, მოულოდნელი შემოსავლები გამოგიჩნდეთ. გირჩევთ, სწორად აკონტროლოთ ფულადი სახსრების ხარჯვა და ბიუჯეტი კარგად დაგეგმოთ, რადგან ამ პერიოდში ნაშოვნი ფული სწრაფად იხარჯება, ზოგჯერ უმიზნოდაც. კარგად გაიაზრეთ, რას ხარჯავთ და რატომ და უაზრო ფულად დანაკარგებს თავიდან აიცილებთ.

ამ პერიოდში კანზე ანთებითი პროცესები შეიძლება განვითარდეს. დროულად მიმართეთ სპეციალისტს – კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს, რათა თვითმკურნალობამ მდგომარეობა უფრო არ გაამწვაოს.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 5, 8, 9, 14, 23

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები მაისში მკვეთრ ცვლილებებს გპირდებიან, მაგრამ მათ ეჭვებისა და სინანულის გარეშე უნდა მიუდგეთ. ეს თვე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, როცა უნდა ისწავლოთ ყველაფერის ახლიდან დაწყება და საკუთარი ტალანტების მთელი სისავსით გამოვლენა.

ფინანსების სფეროს ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეთ, რადგან თქვენი დანაზოგი თვალის დახამხამებაში შეიძლება დაიხარჯოს. მოსალოდნელია ქურდობა, ფულის დაკარგვა და თაღლითობა, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით. ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ, უფრო ხშირად მიმართონ იურისტს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საკითხი მათთვის გაურკვეველია.

მაისში შეიძლება სევდამ შეგიპყროთ. ნერვული აშლილობის ნიადაგზე ძველი დაავადებები – გასტრიტი, კუწის წყლული და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება შეგახსენებენ თავს, მაგრამ პანიკაში ნუ ჩავარდებით, ესეც გაივლის. აქტიური სპორტით დაკავების შემთხვევაში ძალიან ფრთხილად იყავით.

ეცადეთ, მაისში ფინანსური მდგომარეობა ისე დააბალანსოთ, რომ საერთო ბიუჯეტისთვის დიდი ზიანის მიყენების გარეშე შეიძინოთ ის, რის ყიდვასაც აპირებდით.

ფინანსურ სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში ისე გათვალეთ, რომ დანახარჯმა მოგება მოგიტანოთ. მოსალოდნელია საქმიანი ვიზიტები, რომელთა შედეგად საფულეს მსხვილი კუპიურებით შეივსებთ.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 7, 8, 14, 23, 28

ლომი

მაისში ლომებს უჩვეულო შემოქმედებითი აღმავლობა ელით. მათ გაუჩნდებათ ენერგია და, რაც მთავარია, სურვილი ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალონ. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, სიფრთხილე არ დაივიწყოთ და თავდაჯერებული იყოთ.

ლომები მოახერხებენ პრიორიტეტების სწორად განაწილებას და ყველაფრის საფუძვლიანად აწონ-დაწონას.

ლომებს ვურჩევთ უფრო ხშირად დასვენებას (სასურველია, მარტო) და ძალებისა და დროის დაზოგვას. ენერგიას ფუჭ საქმეებზე და ზედმეტ ურთიერთობებზე ნუ დახარჯავთ. თუ ასე მოიქცევით, ჯანმრთელობა წესრიგში გექნებათ.

მაისში შემოსავალს იმდენად რეგულარულად მიიღებთ, რომ თავი ოლიგარქი გეგონებათ და დაიწყებთ ფინანსების აქეთ-იქით ხარჯვას, რაც წინდაუხედავი მოქმედება იქნება, მით უმეტეს, რომ მოგიწევთ ხარჯების გაღება კომუნალური მომსახურებებისთვის, აგრეთვე, ვალის დაბრუნება და სახლისთვის ნივთების შეძენა.

მაისში შეიძლება შეხვდეთ გავლენიან და გულუხვ ადამიანს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის არ აპირებს, მილიონები შემოგთავაზოთ. მოგიწევთ, საკუთარი გარჯით მოიპოვოთ სარჩო-საბადებელი, რათა თავი დამოუკიდებლად იგრძნოთ. ეს განსაკუთრებით იმ ლომებს ეხება, რომლებსაც ოჯახი და შვილები ჰყავთ.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 9, 10, 17, 25, 30

 

ქალწული

მაისში ქალწულებს მასშტაბური ცვლილებები ელით, რომლებიც ოჯახს, სახლს და ყოფით საკითხებს შეეხება. შესაძლოა ახალ ბინაში გადახვიდეთ ან აგარაკის მშენებლობა დაიწყოთ. თუ ქალწულები საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლას აპირებდნენ, მაშინ მათი ოცნებები, როგორც იქნა, ახდება. დოკუმენტების პრობლემა არ გექნებათ.

არაა სასურველი, თქვენი სამომავლო გეგმები თუნდაც ახლო მეგობრებს გაანდოთ. თანამშრომლობის შესახებ შემოთავაზებები ბევრი იქნება, თუმცა რომელი მათგანი იქნება ნამდვილად ხელსაყრელი – ეს თავად ან იურისტის დახმარებით უნდა გაარკვიოთ.

მაისში შესაძლოა მაღალი თანამდებობა მიიღოთ. სასიყვარულო სფეროში ეცადეთ, უფრო ხშირად წახვიდეთ დათმობაზე თქვენს რჩეულთან. ხოლო დაოჯახებულ ქალწულს არც თუ ბევრი რამის გაკეთება დასჭირდება იმისათვის, რათა მეუღლესთან და შვილებთან ურთიერთობაში ჰარმონია შეიტანოს. უბრალოდ, მეტი ყურადღება დაუთმეთ მათ და ერთად წადით დასასვენებლად.

მაისში ნუ შეიძენთ ისეთ ძვირადღირებულ ნივთებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნაკლებად გამოიყენებთ.

ფინანსების მხრივ ეს პერიოდი არც ისე გულუხვია, თუმცა თუ სამუშაოს საფუძვლიანად მიუდგებით, უკვე თვის ბოლოს შეიძლება პრემია ან თქვენ მიერ დაბანდებული კაპიტალიდან ამონაგები მიიღოთ.

ვარსკვლავები არ გირჩევენ ეკონომიის გაკეთებას ახლობელი ადამიანების, პირველადი მოხმარების საგნების და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის ხარჯზე. იფიქრეთ, საიდან შეიძლება მიიღოთ კარგი შემოსავალი? შესაძლოა, მოგიწიოთ რაიმეს სარფიანად გაყიდვა, ან პირიქით, უძრავი ქონების შეძენა. მთავარია, რომ მიღებული ფული სარგებლიანად მოიხმაროთ ან საკუთარ საქმეში დაატრიალოთ.

თვის ხელსაყრელი დღეებია:  9, 10, 17, 25, 30

 

სასწორი

მაისში სასწორებს ვურჩევთ, პრაქტიკულად (მათ შორის, ახალ პროექტებში) გამოიყენონ ადრე მიღებული მდიდარი ცოდნა-გამოცდილება. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს პროფესიონალურ მდგომარეობას და შინაგანი წონასწორობის აღდგენაშიც დაგეხმარებათ. ფულთან დაკავშირებული მდგომარეობა გამოსწორდება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. პირად საქმეში მხოლოდ წარმატებები გელით, რაც ფინანსურ სტაბილურობას და მთელ რიგ ახალ პერსპექტივას მოგიტანთ.

ვარსკვლავები მაისში ფინანსების სფეროში სასწაულებს არ გპირდებიან, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან დანაკარგებსაც არ უნდა ელოდოთ. კაპიტალის შესანარჩუნებლად უნდა გაიხსენოთ ის წვრილმანი საქმეები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მატერიალური მდგომარეობის წონასწორობის შენარჩუნება. თუ რაიმეს შეძენას გადაწყვეტთ, გულდასმით აწონ-დაწონეთ. ფულის აქეთ-იქით ხარჯვას თუ დაიწყებთ, შეიძლება შემდგომში საკუთარი თავი უყაირათობაში დაადანაშაულოთ. თქვენი ბიუჯეტი არ დაზარალდება, თუ უფრო გონიერი მხარჯველი იქნებით.

სასწორებს შეიძლება გაუჩნდეთ კუჭ-ნაწლავთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები. სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 3, 9, 15, 24, 25

 

მორიელი

დამდეგი თვე მორიელს არა უბრალოდ კარგ, არამედ შესანიშნავ ფინანსურ პერსპექტივებს უმზადებს. ფულს სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ, აგრეთვე, შემოსავლის დამატებითი წყაროებიც გაგიჩნდებათ. კარგი იქნება, თუ გაარკვეთ, რომელ სფეროში იქნება უმჯობესი კაპიტალის დაბანდება, რათა მოგება მიიღოთ.

საკუთარი თავის რწმენა და მიზანდასახულობა მორიელს მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ფინანსურად ეს თვე მორიელისთვის ძალიან კარგია, თუმცა ხარჯებსაც ვერ აიცილებთ თავიდან. ბუღალტერიისა და ეკონომიკის სფეროში დასაქმებულებს ვურჩევთ ანგარიშების ყურადღებით შედგენას, რადგან შეიძლება ადრე დაშვებული შეცდომები და ხარვეზები გამოვლინდეს.

მაისის ბოლოს შეიძლება პრემია მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს, განსაკუთრებით, თუ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები გაქვთ.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 3, 2,11, 20, 13, 21

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანს მაისში მკვეთრი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები ელის როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამუშაოზე, თუმცა წარმატების მწვერვალზე მხოლოდ საკუთარი გეგმებისა და სურვილების რეალიზაციის მეშვეობით ახვალთ. ნუ შეგეშინდებათ იყოთ გაბედული და გამოიჩინოთ ინიციატივა ყველა მიმართულებით.

მაისი ის თვეა, როცა საკუთარ ჩაცმის სტილში ცვლილებები უნდა შეიტანოთ და უფრო მოდურად დაიწყოთ ჩაცმა.

გირჩევთ, საყვარელ ადამიანზე ნაკლები იეჭვიანოთ, მით უმეტეს, რომ თავად თქვენ სათანადოდ აფასებთ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. მარტოხელა მშვილდოსნებს ექნებათ ყველა შესაძლებლობა, საყვარელ ადამიანს შეხვდნენ.

მაისში მატერიალური მდგომარეობა ერთფეროვანი იქნება. ფული თან გექნებათ, თან მის მუდმივ უკმარისობას განიცდით. მაგრამ ეს არაფერი – მშვიდად იმუშავეთ, კუთხეში ნუ მიიმწყვდევთ თავს და ყველაფერს მიიღებთ, რასაც გეგმავდით. თქვენი გადასაწყვეტია, დანაზოგს გააკეთებთ თუ მიღებულ შემოსავალს ერთბაშად დახარჯავთ.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 3, 2,11, 20, 13, 21

 

თხის რქა

თხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ, ამბიციები მოთოკონ, აქტიურობა ოდნავ შეამცირონ და დროებით ჩრდილს მოეფარონ. უბრალოდ, ბევრ რამეზე დაფიქრება და სამომავლო საქმეების დაგეგმვა მოგიწევთ. მაისში საჭირო გახდება ისეთ საკითხებზე მუშაობა, რომლებიც ადრე უმნიშვნელოდ მიგაჩნდათ.

რამდენიმე საფეხურით მაღლა რომ ახვიდეთ, ამისათვის საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებული უნდა გახდეთ, უფრო პრინციპულიც კი. არსებობს საზღვარგარეთ მუშაობის დაწყების შესაძლებლობაც.

თხის რქებს ფული ყოველთვის აქვთ, აი, მაისში კი ის სადღაც გაქრება. შეიძლება ზედმეტად ბევრს ხარჯავთ? გაითვალისწინეთ, რომ თუ საქმეს ახლახან შეუდექით, სწრაფ მოგებას არ უნდა ელოდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახსრების ნაწილი უძრავ ქონებაში დააბანდოთ. ეს შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს, ყოველთვე  სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს. არაა გამორიცხული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც შეიძლება მოგიწიოთ ხარჯების გაღება მკურნალობის ან სანატორიუმში დასვენების მიზნით.

მოსალოდნელია პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ღვიძლის და ელენთის მუშაობას. მთავარია, თვითმკურნალობა არ დაიწყოთ.

თვის ბოლოს შეიძლება ფულის გამომუშავების ახალი წყარო გამოგიჩნდეთ.

თვის ხელსაყრელი დღეები:4, 11, 14, 23, 30

 

მერწყული

მაისი მერწყულებს აქტიურ ურთიერთობებს და მოვლენებს ჰპირდება. როგორც იქნა, მოგეცემათ საკუთარი ტალანტების საჯაროდ წარმოჩენის შესაძლებლობა. სხვათა შორის, კოლეგები და მეგობრები თქვენს მაგალითს მიბაძავენ, ამიტომ ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. თავის მხრივ, მათი მხარდაჭერისა და რჩევების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

ამ თვეში თქვენს საყვარელ საქმეს მიაგნებთ. მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან. უცნაურია, მაგრამ ეს ფინანსურ ნიადაგზე მოხდება. თუ დათმობაზე არ წახვალთ, სიტუაცია შეიძლება უკიდურესად გამწვავდეს.

ფინანსების მხრივ მდგომარეობა არასტაბილური იქნება. მოგიწევთ ბევრი ხარჯი გაიღოთ ოჯახური საჭიროებებისთვის, შვილებისთვის და სახლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. თვის ბოლოს შეძლებთ კრიზისის თავიდან აცილებას პრაქტიკულობისა და მომჭირნეობის მეშვეობით.

თვის ხელსაყრელი დღეებია: 2, 14, 20, 23, 24

 

თევზები

სურვილისა და თავდაჯერებულობის შემთხვევაში მაისში თევზებს ყველაფერი გამოუვათ. თქვენ ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით, კარიერულ კიბეზე მაღლა ახვალთ და ბედნიერებისგან ფრენა მოგინდებათ.

მატერიალურ სფეროში ყველაფერი კარგად წავა, ფული მდინარესავით წამოვა, თუმცა ეცადეთ, შენაძენები პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე გააკეთოთ. ერიდეთ თაღლით ადამიანებს.

თქვენი ჯანმრთელობა მტკიცე იქნება, თუკი რისკებს მოერიდებით და უსაფრთხოების ელემენტარულ ზომებს დაიცავთ.

ისიც გაითვალისიწნეთ, რომ ფინანსური სტაბილურობის იმედი მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ, ვინც ძველი პროექტები უკვე დაასრულა. ყველაფერი ახალი და რთული – სათქვენო არ არის. ეცადეთ, ჯერ ადრე დაწყებული და შუა გზაზე მიტოვებული საქმეები დაასრულოთ. ბანკიდან დიდი კრედიტის აღებისგან თავი შეიკავეთ.

თვის ხელსაყრელი დღეებია:  2, 14, 20, 23, 24

თამთა გურული

თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ.

ამავე თემაზე: რომელი ზოდიაქოს ნიშნები იზიდავენ ფულს?

რას გვეუბნება ადამიანზე კვირის დღე, როცა ის დაიბადა?

სექსუალური თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close